რა უნდა გააკეთოთ 2023 წლიდან ევროპაში გამგზავრებამდე? - rogor.ge

რა უნდა გააკეთოთ 2023 წლიდან ევროპაში გამგზავრებამდე?

რა არის ETIAS?

ეს არის ევროპის ქვეყნებში შესვლის მოთხოვნა შენგენის ზონაში ვიზისგან თავისუფალი ქვეყნების მოქალაქეებისათვის, რომლებიც მიემგზავრებიან ევროპის 30 ქვეყანაში. ETIAS-ის გავლის სამართლებრივი პროცედურები 2016 წელს დაიწყო და ბოლო ინფორმაციით, სისტემა სრულად ამოქმედდება 2023 წლის ნოემბერში.

ამ სისტემის ამოქმედების მიზანი ევროპაში უსაფრთხო მოგზაურობაა. მოგზაურობის ავტორიზაციის ეს სისტემა შეაგროვებს, თვალყურს მიადევნებს და განაახლებს ვიზიტორებთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას.

რატომ გახდა საჭირო ამ სისტემის შემოღება?

ETIAS-ის ავტორიზაციის დამტკიცების მთავარი მიზეზი უსაფრთხოებაა.

ევროკომისიის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა 2016 წლის მიმართვაში თქვა: „ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ კვეთს ჩვენს საზღვრებს. ამ გზით ჩვენ გავიგებთ, ვინ მოგზაურობს ევროპაში“.

რომელ ქვეყნებში შესასვლელად დაგჭირდებათ ETIAS?

ეს ქვეყნებია:

ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია. განაგრძეთ კითხვ