როგორ მოიქცეთ, როდესაც ბანკის "შავ სიაში" ხართ - rogor.ge

როგორ მოიქცეთ, როდესაც ბანკის "შავ სიაში" ხართ

მათი ფინანსური პროდუქტებით სარგებლობის ისტორია ქმნის საკრედიტო ისტორიას, რომლის შესახებაც ინფორმაცია „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში ინახება. საკრედიტო საინფორმაციო ბიურო „კრედიტინფო საქართველო“ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროა, რომელიც საკრედიტო ინფორმაციას აგროვებს და მას საკრედიტო თუ სხვა ტიპის ორგანიზაციებს აწოდებს. როგორი საკრედიტო ისტორია გაქვთ, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი გადამხდელი ხართ, დროულად დაფარეთ თუ არა ყველა ფინანსური ვალდებულება, გიფიქსირდებათ თუ არა ვადაგადაცილება. თუ გადახდის დროს დაგვიანებები გაქვთ, მაშინ თქვენ ცუდ გადამხდელად ითვლებით და შესაბამისად, „შავ სიაშიც“ ხართ.

„შავი სია“ ოფიციალური ტერმინი არ არის. შავ სიაში ყოფნა ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც საკრედიტო ისტორია არის ნეგატიური. თუ ადამიანი გადახდებს აგვიანებს და დავალიანება ერიცხება, რომელსაც არ იხდის, ავტომატურად ხვდება ნეგატიურ ბაზაში. სწორედ ამიტომ, როდესაც მას განმეორებით დასჭირდება სესხი, საკრედიტო ბარათი ან განვადება, ფინანსური ორგანიზაცია უარს ეტყვის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნეგატიური ჩანაწერის არსებობის ანუ „შავ სიაში“ ყოფნის დროს მომხმარებლებს ფინანსური პროდუქტებით სარგებლობა ეკრძალებათ. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი სესხის აღებას ვერ შეძლებენ. თუმცა არსებობს ერთი ხრიკი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია ბანკი მის კეთილსინდისიერებაში დაარწმუნოს. მან უნდა მიიღოს რამდენიმე პატარა სესხი ან განვადება, ისარგებლოს პატარა მოცულობის საკრედიტო ბარათით და გადახდების პოზიტიური ისტორია შეიქმნას. მათი დაფარვის შემდეგ უკვე შეიძლება მომხმარებელიცა და ფინანსური ორგანიზაციასაც დიდი სესხით სარგებლობაზე დაფიქრდეს. წაიკითხეთ ვრცლად

წყარო: ss.ge