როგორ გამოვიყენოთ Google Pay - rogor.ge

როგორ გამოვიყენოთ Google Pay

Google Pay არის გადახდის სწრაფი, უსაფრთხო და მარტივი გზა. ის აერთიანებს ყველაფერს, რაც ტრანზაქციისთვისაა საჭირო. თქვენი გადახდების ინფორმაციას კი, თქვენს Google ანგარიშზე ინახავს. Google Pay, მომხმარებლებს კიდევ უფრო უადვილებს გადახდის პროცესს.

სმარტფონების მფლობელებს შეუძლიათ Mastercard-ის საკრედიტო და სადებეტო ბარათები დაამატონ Google Wallet-ის აპლიკაციაში. ამისათვის, ბარათის მფლობელმა უნდა ჩამოტვირთოს აპლიკაცია Google Play Store-დან სმარტფონზე, შევიდეს Google ანგარიშში და დაამატოს საგადახდო მეთოდი.

დამატებით, ბარათის მფლობელი უნდა დარწმუნდეს, რომ მოწყობილობა NFC-თან თავსებადია. ტრანზაქციისთვის, მომხმარებელმა უნდა მიიტანოს მოწყობილობა გადახდის ტერმინალის უკონტაქტო მკითხველთან.

აღსანიშნავია, რომ Google Pay, გადახდასთან ერთად, არ აგზავნის თქვენი რეალური საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ინფორმაციას. ამის ნაცვლად, ის იყენებს ანგარიშის ვირტუალურ ნომერს, რათა თქვენი ბარათის დეტალები, მაქსიმალურად დაიცვას. განაგრძეთ კითხვა

წყარო: ss.ge