როგორ ართმევენ თავს სახლის საქმეებს ზოდიაქოს ნიშნები - rogor.ge

როგორ ართმევენ თავს სახლის საქმეებს ზოდიაქოს ნიშნები

თხის რქა

ახალგაზრდა ქალბატონი თხის რქა ორგანიზებული დიასახლისია. მას კედელზე ყოველდღიური და სეზონური საშინაო სამუშაოების განრიგი აქვს ჩამოკიდებული, რომელსაც ყურადღებით ადევნებს თვალს. უკანასკნელ შემთხვევაში, მას ჰყავს დიასახლისი და კატა, რომელსაც არასოდეს ავიწყდება ტუალეტის ჩარეცხვა და სახურავის დაფარება.

მერწყული

ახალგაზრდა ქალბატონს ყველაფერი მოწესრიგებული და კარგად მოწყობილი აქვს - სისუფთავეც და საკვებიც. თუ რაღაც არეულია, ეს შემოქმედებით არეულობად უნდა მივიჩნიოთ და არა სხვა რამედ.

თევზი

თევზი ყველაფერს სიყვარულით აკეთებს, უბრალოდ, სხვანაირად არ იცის. სიყვარულით ასუფთავებს სახლს, სიყვარულით აცხობს ნამცხვრებს, სიყვარულით რგავს ყვავილებს, სიყვარულით ირჩევს ახალ სკამს და ფეხსაცმელებს თაროებზე აწყობს. სიყვარულის გარეშე ის არ დაიძვრება ადგილიდან.

ვერძი

ვერძმა იცის, როგორ გადაჭრას ნებისმიერი საყოფაცხოვრებო პრობლემა, წინდების დახარისხებიდან დაწყებული გატეხილი ონკანის შეკეთებით დამთავრებული. მაგრამ რაც მთავარია, მან იცის, ვის შეიძლება მიანდოს ეს ყველაფერი. შრომის გონივრული დანაწილება ნებისმიერი სფეროს წარმატების საფუძველია.

კურო

კუროს აქვს ყველა თანამედროვე გაჯეტი. თუმცა ხშირად ზარმაცობს," რა დროს საქმეა, როცა ყველა წევს"?

ტყუპები

ტყუპისთვის ცოცხი და იატაკის საწმენდი ჯოჯოხეთში მოხვედრის ტოლფასია. ის ნამდვილ ჯოჯოხეთს მოგიწყობთ, თუ სახლის დალაგებას მოსთხოვთ.

კირჩხიბი

კირჩხიბი ყოველთვის მზად არის შრომითი საქმისთვის. შეგიძლიათ მის მბზინავ ტაფებში ისე ჩაიხედოთ, როგორც სარკეში. დაუთოებულ თეთრეულს ლავანდის სუნი ასდის, ხოლო ვახშამს მენიუდან არჩევს. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის ვინმე, ვინც დააფასებს ამ ყველაფერს და გამოხატავს აღფრთოვანებას. თუ არა, მაშინ რა აზრი აქვს?

ლომი

თუ ლომი ბინის დალაგებას იწყებს, მაშინ ყველაფერი სტერილური ხდება, თუ სადილს ამზადებს, გასტრონომიული ექსტაზი გარანტირებულია ყველა სტუმრისთვის, თუ მოახერხებთ მოწვეულთა რიგებში მოხვედრას.

ქალწული

ქალწულ ქალბატონს ორი მდგომარეობა აქვს: აქტიურ ფაზაში მას შეუძლია ჭერში ასვლა, რათა ჭაღის ნათურები ჭუჭყისგან გაწმინდოს. პასიურობის დროს სინანულის გარეშე უყურებს, თუ როგორ იზრდება პენიცილინი, ანუ ობის ნარჩენები ჩაის ჭიქებზე.

სასწორი

სასწორს გულწრფელად უკვირს, როცა თაროებზე მტვერი, ნიჟარაში ჭუჭყიანი ჭურჭელი ხვდება და ძალიან ნერვიულობს. ამიტომ თვეში ერთხელ იცვამს სპეცტანსაცმელს და ხელთათმანებს, შეიარაღდება ყველაზე ტოქსიკური ქიმიკატებით და სწრაფად უმკლავდება ამ გაუგებრობას.

მორიელი

ახალგაზრდა ქალბატონი ვერ იტანს არეულობასა და სიბინძურეს. ეს მისი ყველაზე საშინელი მტერია და მიჩვეულია მათ განადგურებას უმოწყალოდ. ვაი მას, ვინც გაბედავს დაარღვიოს ასეთი საგულდაგულოდ დამყარებული წესრიგი.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები დარწმუნებულნი არიან, რომ ცხოვრებაში ბევრი სასიამოვნო რამ არის, ვიდრე სახლის დალაგება, ამიტომ ძვირფას დროს არ კარგავენ ამაზე. ყოველთვის იქნება ვინმე, ვინც აიღებს თავის თავზე ამ "უსიამოვნო" მოვალეობებს, როგორიცაა იატაკისა და ჭურჭლის რეცხვა.