როგორ გამოვიმუშაოთ ფულის სწორად ხარჯვის ჩვევა? - rogor.ge

როგორ გამოვიმუშაოთ ფულის სწორად ხარჯვის ჩვევა?

დავფიქრდეთ ყოველი შენაძენის გაკეთებისას

ყველაფერი, რასაც ყოველთვიურად ხელფასის აღებისას ვყიდულობთ, რეალურად შეიძლება არ გვჭირდებოდეს, მაგრამ მიმზიდველი შეთავაზებები და ახლის ფლობის სურვილი შენაძენის გაკეთებისკენ გვიბიძგებს. იმპულსურად ყიდვის კონტროლი შესაძლებელია, მთავარია მოვინდომოთ. მსგავსი შენაძენის გაკეთების რიცხვი განსაკუთრებით იზრდება სადღესასწაულო ფასდაკლებებზე, როცა ადამიანები გადაწყვეტილებას უმეტესად არა ნივთის ღირებულების, არამედ საინტერესო შეთავაზების გამო იღებენ.

დაფიქრება, რეალურად გვჭირდება თუ არა ნივთი, გამოვიყენებთ თუ არა მას და ხომ არ არის მასში გადახდილი თანხა, ფაქტობრივად, გადაყრილის ტოლფასი, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება. რეალურად, შეიძლება, სუნამო, რომელსაც 50%-იანი ფასდაკლების გამო ვიძენდით სულად არ არის ჩვენთვის საინტერესო და სხვა უფრო საჭირო ნივთის შეძენა გვირჩევნია.

ვიფიქროთ იმ ნივთის / ქონების სამომავლო ღირებულებაზე, რომლის შეძენასაც ვგეგმავთ

უძრავ ან მოძრავ ქონებაში ინვესტირება მართლაც ჭკვიანურია, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ამ შემთხვევაშიც შენაძენის გაკეთებისას დაფიქრება გვმართებს.

მაგალითად, მოძრავი ქონების - ოქროსა და ბრილიანტის შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ ის შეიძლება იმავე ფასად ვერ გავყიდოთ, რა ფასადაც შევიძინეთ და საჭიროების შემთხვევაში, გადახდილი თანხის მხოლოდ ნაწილი ამოვიღოთ. მიუხედავად იმისა, რომ ოქროსა და ბრილიანტის ფასი მუდმივად იზრდება, მყიდველი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ხარისხს, მის მდგომარეობას, რიგ შემთხვევაში ბრენდსა და სხვა დეტალებს, ამიტომ ძვირფას თვლებსა და მეტალებში თანხის დაბანდებისას უნდა დავფიქრდეთ, სხვა უკეთესი ალტერნატივა ხომ არ გვაქვს?

აღსანიშნავია, რომ სხვა ნახევრად ძვირფას თვლებში ან სხვა მეტალებში ინვესტირების მიზნით თანხის გადახდა არ ღირს და შეიძლება მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის შევიძინოთ. ამ შემთხვევაში სასურველია, თუ აღნიშნულ ნივთებში ბევრს არ გადავიხდით. წაიკითხეთ ვრცლად

წყარო: ss.ge