როგორ გავუმკლავდეთ მაღალ ინფლაციას - 4 გზა ფინანსების გადასანაწილებლად - rogor.ge

როგორ გავუმკლავდეთ მაღალ ინფლაციას - 4 გზა ფინანსების გადასანაწილებლად

გამოთვალეთ პირადი ინფლაციის მაჩვენებელი

ინფლაცია არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პროდუქტისა თუ სერვისის ფასი ერთნაირად იზრდება. მაგალითად, საქართველოში წელს სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 15.8%-ით გაიზარდა, აქედან პური 32%-ზე მეტით გაძვირდა, ბოსტნეული კი პირიქით, თითქმის 10%-ით გაიაფდა.

პერსონალური ინფლაცია დაგეხმარებათ გამოთვალოთ, თუ რამდენად გაიზარდა უშუალოდ იმ პროდუქტებზე ფასები, რომლებსაც თქვენ იყენებთ - თუ პურს იშვიათად ან საერთოდ არ ყიდულობთ, მაშინ ახერხებთ, რომ თავიდან აირიდოთ იმ პროდუქტის შეძენა, რომელიც ყველაზე მეტადაა გაძვირებული წინა წელთან შედარებით.

როგორ გამოვთვალოთ პირადი ინფლაციის მაჩვენებელი? ამისათვის თქვენს წლევანდელ ყოველთვიურ ხარჯს გამოაკელით წინა წლის ყოველთვიური ხარჯი და გაყავით ეს სხვაობა გასული წლის ყოველთვიურ ხარჯზე. მაგალითად, თუ 2022 წელს თქვენ თვეში 2500 ლარს ხარჯავთ, 2021 წელს კი თვიურად 2100 ლარს ხარჯავდით, გამოდის, რომ თქვენი პერსონალური ინფლაციის დონე 19%-ია. ამის გაკეთება ასევე შეგიძლიათ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პერსონალური ინფლაციის კალკულატორის მეშვეობითაც.

პერსონალური ინფლაციის გამოთვლა დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ, თუ რატომ და რის გამო აღარ გყოფნით ფული და ხელს შეგიწყობთ თავიდან აირიდოთ არასაჭირო ხარჯები.

არასაჭირო გადასახადების ჩამოცილება

გაზრდილი ხარჯების კომპენსირებისთვის შესაძლოა დაგეხმაროთ თქვენი გადასახადების დეტალურად დათვალიერება და რაც არ/აღარ გჭირდებათ მათი ჩამოშორება. საკუთარი გადასახადების გადათვალიერება კარგი საწყისი წერტილია.

ამგვარი გადასახადი ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს: ტელეფონი, ინტერნეტი, მანქანის ან სახლის დაზღვევა, საკრედიტო ბარათის საკომისიო და სხვა.

მაგალითად, თუ თქვენ გამოწერილი გაქვთ რომელიმე ფასიანი ვებგვერდი ან თუნდაც, ჩართული გაქვთ ტელევიზიის სერვისი, თუმცა ტელევიზორს იშვიათად იყენებთ, შეგიძლიათ ეს გადასახადები საკუთარ ბიუჯეტს გამოაკლოთ. ასევე შეგიძლიათ გააუქმოთ ულიმიტო ინტერნეტის სერვისი და სანაცვლოდ უფრო იაფად იყიდოთ განსაზღვრული რაოდენობის ინტერნეტი.

შესაძლოა, თქვენს ბიუჯეტში ამგვარი ბევრი გადასახადი იყოს და მათი დათვალიერება ხარჯების შემცირებაში ნამდვილად დაგეხმარებათ, თუმცა როდესაც საქმე ეხება შოპინგს, ამ დროს საქმე ოდნავ რთულდება.

მომავალი კვირისთვის მოსამარაგებლად სუპერმარკეტში შესვლისას ჩვენ ხშირად ვყიდულობთ იმგვარ ნაკლებად საჭირო პროდუქტებს, რომლებზეც ფულის დაზოგვაა შესაძლებელი. ამის შანსი იზრდება მაშინ, როდესაც საყიდლებზე გაწერილი სიის გარეშე მივდივართ. აუცილებელი პროდუქტების სიის შედგენა და გაწერა იმისა, თუ რა და რამდენი გვჭირდება კვირის განმავლობაში, ზედმეტად ხარჯვის შანსებს შეგვიმცირებს.

ალბათ თქვენც გქონიათ შემთხვევა, როდესაც საყიდლებიდან დაბრუნებულს გადაგიხედავთ საკრედიტო ბარათით დახარჯული თანხისთვის და ვერ გარკვეულხართ, თუ ამდენი რა იყიდეთ. საქმე იმაშია, რომ თუ კარგად არ გავაკონტროლეთ, საკრედიტო ბარათმა, შესაძლოა, თანხის ხარჯვის შეგრძნება დაგვიკარგოს, გამომდინარე იქიდან, რომ ნაღდ ფულთან შეხება არ გვაქვს. სწორედ ამიტომ, ხარჯების გასაკონტროლებლად კიდევ ერთი ვარიანტი საკრედიტო ბარათის გამოყენების შეზღუდვა შეიძლება იყოს.

ამ ყველაფერთან ერთად, შეგიძლიათ ისარგებლოთ თანხის დაბრუნების (Cashback) სერვისითა თუ დაგროვების ბარათებითაც. განაგრძეთ კითხვა

წყარო: ss.ge