როგორ გავწმინდოთ მარტივად პროდუქტების დასაჭრელი სამზარეულოს დაფა
დაიწყეთ ლიმონის შუაზე გაჭრით. თითოეული ნახევარი საკმარისია დაფის ერთი მხარისთვის.
კარგად დააჭირეთ ლიმონი დაფის ზედაპირს, წვენი ზედაპირზე წაუსვით და დარჩენილი ლიმონი გადადეთ შემდგომი გამოყენებისთვის.
დაფას მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 10-15 წუთი.
ახლა თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ სამზარეულოს დაფის მსუბუქად გახეხვა. აიღეთ ლიმონის დარჩენილი ნაწილი და ღრუბელივით მოუსვით მარილიან ზედაპირზე. საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ ცოტა მეტი ლიმონის წვენი.
ყველაზე სასიამოვნო ეტაპი დაფის წყლით რეცხვაა. გააშრეთ და ნახეთ, რა ადვილი იყო სამზარეულოს დაფის შენახვა!