20 გენიალური რჩევა მოგზაურებისთვის, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის
გამოიყენეთ ინკოგნიტო "ფანჯარა" ფრენების და სასტუმროს ნომრების დასაჯავშნად. ტურისტულ საიტებს აქვს ვიზიტორთა თვალთვალის ფუნქცია და ხშირად ზრდის ფასს მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ უკვე ეწვიეთ მათ გვერდს.
ჩაალაგეთ დამტენი, ყურსასმენები და სხვადასხვა სადენები სათვალის ყუთში.
კანის მოვლის საშუალებების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი საწრუპები მნიშვნელოვნად ზოგავს სივრცეს. შეავსეთ ისინი კოსმეტიკური საშუალებებით და ჩაალაგეთ ჩანთაში.
მოათავსეთ შთამნთქმელი ქაღალდი თქვენი ჩემოდნის ძირში, რათა ტრანსპორტირების დროს ნივთებმა სუფთად "ისუნთქოს".
გამოიყენეთ ძველი ზამბარა, რათა დაიცვათ დამტენები გაფუჭებისგან.
მოერიდეთ გრძელ რიგებს აეროპორტის ტუალეტისთვის. პირველივე ტუალეტი ყოველთვის სავსეა, შემდეგი შედარებით თავისუფალია.
დაამაგრეთ საკანცელარიო სამაგრი საპარსის თავის დასაცავად.
თუ დაგავიწყდათ კაბელის ადაპტერი, ყოველთვის შეგიძლიათ დატენოთ თქვენი მოწყობილობა ტელევიზორიდან, რომელსაც აქვს USB პორტი.
გააბრტყელეთ ტანსაცმელი ისე, რომ უფრო მჭიდროდ დაკეცოთ.
გამოიყენეთ წამლების პლასტიკის ყუთი თქვენი სამკაულების შესანახად.
გასვლამდე დაასკანერეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები. მოპარვის ან დაკარგვის შემთხვევაში ძალიან მოსახერხებელია გქონდეთ პასპორტის, პირადობის მოწმობისა და ბილეთის დამატებითი ასლები თქვენს სმარტფონსა თუ პლანშეტში.
ადგილის დაჯავშნისას ეცადეთ დაიკავოთ რიგის უკიდურესი ადგილები - ფანჯარასთან ან გასასვლელთან ახლოს.
საპნის ჩასადები ჩანთა პირსახოცისგან.
შხაპის ქუდი იდეალურია ფეხსაცმლის შესანახად.
არ დაგავიწყდეთ თქვენი სმარტფონის გადართვა თვითმფრინავის რეჟიმზე. ეს მის ელემენტს დატენილს შეინარჩუნებს.
შემოახვიეთ ყურსასმენები სამაგრზე, რათა არ ჩაგეხლართოთ.
თმის სამაგრები „ტიკ-ტაკის“ კოლოფში ჩადეთ.
შეარჩიეთ ადგილები თვითმფრინავის ფრთების გასწვრივ, რათა ტურბულენტობამ დისკომფორტი არ შეგიქმნათ.
GPS-ის გამოყენების გასაგრძელებლად, თქვენ უნდა შეიყვანოთ სასურველი მისამართი Google-იდან და მარშრუტს გიჩვენებთ ინტერნეტის გარეშეც.
სხვა ქვეყანაში ყოფნის ბოლო დღეს შეაგროვეთ მთელი თქვენი უცხოური წვრილმანი და დაურიგეთ უსახლკაროებს.