როგორ განსაზღვრავენ მშობლები ბავშვის მომავალს - rogor.ge

როგორ განსაზღვრავენ მშობლები ბავშვის მომავალს

მშობლის დახმარებით ბავშვს უყალიბდება წარმოდგენა საკუთარ თავსა და სამყაროზე, დამოკიდებულებებსა და რწმენაზე, რასაც შემდეგ მთელი ცხოვრება ეყრდნობა.

არსებობს ისეთი "დამხმარე" სიტყვები, რომლებიც სამუდამოდ იკავებს ადგილს ბავშვის გულში და რთულ დროს სულსაც კი ათბობს:

  • "ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს."
  • "შეცდომის დაშვების შემთხვევაშიც კი მიყვარხარ"
  • "ძალიან მიხარია, რომ ჩემი შვილი ხარ."

სულ რამდენიმე სიტყვამ შეიძლება ჩაუნერგოს ბავშვს რწმენა, რომ ყველაფერი კარგადაა. ეს ძალიან ღირებულია მათთვის და ეცადეთ მხოლოდ დამსახურების დროს კი არა, ყოველთვის გამოხატოთ სიყვარული და მხარდაჭერა.