როგორ მოვუაროთ ფეხებს ზამთარში - 3 მსუბუქი რეცეპტი ფეხების აბაზანისთვის - rogor.ge

როგორ მოვუაროთ ფეხებს ზამთარში - 3 მსუბუქი რეცეპტი ფეხების აბაზანისთვის

ეფსომის მარილი

მაგნიუმი და გოგირდი არის ჯადოსნური მარილის საიდუმლო. ეფსომის მარილს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შემდეგი: ის აქრობს ანთებით პროცესებს, ხსნის დისკომფორტს, აღადგენს კანს, ხსნის სახსრების ტკივილს და სხვა. უმჯობესია ეფსომის მარილიანი აბაზანების გაკეთება მინიმუმ ორი კვირა.

სოდა

სოდიანი აბაზანები აშორებს მაზოლებსა და კოჟრებს, ხელს უწყობს მკვდარი ეპიდერმისის ქერცლების მოცილებას და არბილებს მთლიანად კანს. რეგულარულად გაიკეთეთ ასეთი აბაზანები და არა მარტო დისკომფორტს მოიხსნით, არამედ გაიქრობთ უსიამოვნო სუნს, რადგან სოდა კარგი ანტისეპტიკურია. სოდიანი აბაზანების შემდეგ ფეხები ნაკლებად ოფლიანდება.

მცენარე

ამ მიზნისთვის საუკეთესოა კალენდულა, გვირილა, ცაცხვი და სალბი. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ მათი ნარევი ან გამოიყენოთ ისინი ცალკე. ნებისმიერ შემთხვევაში, შედეგი მალევე გექნებათ, კანი გახდება რბილი და ნაზი. შეგახსენებთ, რომ წყალი უნდა იყოს სასიამოვნოდ თბილი, არა მდუღარე, განსაკუთრებით თუ გაქვთ ვენების ვარიკოზული გაგანიერება. არ დაგავიწყდეთ აბაზანის შემდეგ ფეხების გაშრობა და თბილი წინდების ჩაცმა!