არ გაქვს მოდური ტანსაცმელი? როგორ შევქმნათ ჩვეულებრივი გარდერობისგან საღამოს ლუქი - 3 საიდუმლო
დაამატეთ "სეკინები"
სადღესასწაულო სამოსის სწრაფად გადასაკეთებლად უმარტივესი გზაა "სეკინების" დამატება. "სეკინები" არის პატარა მბზინავი მრგვალი ფირფიტები, რომლებიც საკმაოდ ლამაზად და ელეგანტურად გამოიყურება. ამ გზით თავიდან აირიდებთ სხვა დამატებითი აქსესუარების ძებნას. მათი შეძენა შეგიძლიათ საგალანტერიო მაღაზიაში. მარტივად შეგიძლიათ დააკეროთ ქვედა ბოლოს.
გამოიყენეთ "კომბინაცია"
თუ გარდეობში ძველი ტანსაცმლის ძებნა მოგიწევთ, ეს იქნება პრიალა კაბა (ატლასი ან აბრეშუმი). თუ მოულოდნელად უგულებელყავით ეს უნივერსალური მოდელი, აუცილებლად დააბრუნეთ იგი გარდერობში. "მიდი" სიგრძის კაბა შეიძლება ჩაიცვათ ქურთუკთან, სვიტერთან ან პერანგთან ერთად.
ყურადღება მიაქციეთ აქცენტებს
ეს შეიძლება იყოს სანდლები უზარმაზარი ბაფთით, ან პერანგი ბუმბულიანი სახელოებით, ან დახვეწილი რამდენიმე შრიანი ქვედაბოლო. უბრალოდ აირჩიეთ უმარტივესი შესაძლო ბაზის წყვილი. მაგალითად, ჩაიცვით ფუმფულა ქვედაკაბა ნეიტრალური ტონალობით, სწორი შარვლები, ატლასის "მიდი" ქვედაბოლო იმავე კომბინაციით.