როგორ შევწვათ ქათმის ფილე ტაფაზე ისე, რომ არ გამოშრეს - რჩევები ქართველი დიასახლისებისგან - rogor.ge

როგორ შევწვათ ქათმის ფილე ტაფაზე ისე, რომ არ გამოშრეს - რჩევები ქართველი დიასახლისებისგან

„თხლად დაჭრილი ქათმის ფილე ამოავლეთ ფქვილში, შეწვით (დიდი ხანი არ სჭირდება) და ბოლოს მოასხით ლიმონი. უგემრიელესია და რბილიც. ასევე შეგიძლიათ ამოავლოთკვერცხში, შემდეგსაფანელში და შეწვათ. (იტალიაში გათქვეფილ კვერცხში გახეხილ პარმიჯანოსაც უმატებენ)“ – დალი მეტრეველი.

„ქათმის ფილე დაჭერით თხელ ნაჭრებად. მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი და დაამატეთ გახეხილი ხახვი. შედგით მაცივარში ორი საათით, თუ გინდათ უფრო მეტი დროით. შეგიძლიათ ცოტა მაწონიც დაამატოთ. შემდეგ შეწვით ტაფაზე. ზეთი ბევრი არ უნდა„–ნატა ლაბაძე.

„ქათმის ფილე დაჭერით თხელ ნაჭრებად (არა კუბიკებად), ათქვიფეთ ერთი ცალი კვერცხი, დაუმატეთ ერთი ცალი დაჭყლეტილი ნიორი და სუნელები სურვილის მიხედვით (სვანური მარილიც უხდება). ამოავლეთ ფილე, ამ მასაში შეწვით ტაფაზე. წვნიანიც არის და გემრიელიც“ – თიკო ბანძელაძე. განაგრძეთ კითხვა