როგორ გავრეცხოთ ბალიში - rogor.ge

როგორ გავრეცხოთ ბალიში

შეამოწმეთ ბალიშის იარლიყი

ზოგიერთი ბალიში ირეცხება სარეცხ მანქანაში, ზოგი კი მხოლოდ მშრალად იწმინდება. სარეცხი მანქანის გამოყენებამდე შეამოწმეთ ირალიყები, რათა დარწმუნდეთ, რომ მათი გარეცხვა შესაძლებელია და რამდენ გრადუსზე.

აირჩიეთ ცხელი წყალი

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ცივი ან თბილი წყალი, ცხელი წყალი ბევრად უფრო ეფექტურია მიკრობების, ვირუსებისა და ბაქტერიების გასანადგურებლად, ვიდრე ცივი.

აირჩიეთ დელიკატური ციკლი

აირჩიეთ რეცხვის დელიკატური რეჟიმი.

დაამატეთ დამატებითი რეცხვის ციკლი

დაამატეთ გავლების კიდევ ერთი ციკლი, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი სუფთაა. არ ჩაასხათ ბევრი სარეცხი საშუალება.

გარეცხეთ ორი ერთდროულად

შეეცადეთ გარეცხოთ ერთდროულად ორი ბალიში, რათა ყველაფერი აკონტროლოთ და დაიცვათ სარეცხი მანქანის ბალანსი.

გააშრეთ ბალიშები მთლიანად

გააშრეთ ბალიშები დაბალ საშრობზე. ორჯერ შეამოწმეთ, რომ თქვენი ბალიშები მთლიანად მშრალია, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება ხელი შეუწყოთ ობის გაჩენას, რაც მთელს თქვენს ნაშრომს წყალში ჩაგიყრით.

წყარო: howstuffworks.com