სიმშვიდის 7 წესი ყოველი დღისთვის - როგორ ვიცხოვროთ მშვიდად - rogor.ge

სიმშვიდის 7 წესი ყოველი დღისთვის - როგორ ვიცხოვროთ მშვიდად

მზად იყავით გასაშვებად. შეელიეთ ადამიანებს, რომლებიც გატყუებენ, მანიპულირებენ თქვენით, გადანაშაულებენ, წუწუნებენ, უბედურები არიან, გაგიჟებენ, გართმევენ ემოციურ სიმშვიდეს.

იყავით გაწონასწორებული. არ ელოდოთ, რომ სხვა გააკეთებს თქვენს გასაკეთებელს. ნუ გექნებათ ცრუ მოლოდინები.

იყავით მტკიცე. არ დანებდეთ მანიპულირებას. ურთიერთობებში არ უნდა გიწევდეთ მუდამ რაღაცის ახსნა. ურთიერთობა - ეს არის სხვა ადამიანის ცხოვრებაში ყოფნა და არა მისი გადარჩენა. თუ გთხოვენ დახმარებას, დაეხმარეთ იმდენად, რამდენის საშუალებაც გაქვთ.

მოემზადეთ უკან დასახევად. არ ჩაერთოთ საქმის გარჩევებში. ნუ იმართლებთ თავს თუ ცდებით, ბოდიში მოიხადეთ. თუ დიდი ზიანი მიაყენეთ ადამიანის გრძნობებს, ჰკითხეთ, რა შეიძლება გააკეთოთ გამოსასწორებლად. თუ პასუხი არ არსებობს, სჯობს უკან დაიხიოთ. აქ საუბარია არა თქვენს დანაშაულზე, არამედ მის ბრალდებებზე.

იყავით ძლიერი. თქვენ არ შეგიძლიათ მოიგოთ ან წააგოთ მუდმივად. ყველაფრის დანაკარგად და მოგებად დაყოფაც კი არ შეიძლება. იპოვეთ ის, რაც ისწავლეთ და აღმოაჩინეთ საკუთარ თავში საქმე, რაც გიყვართ. გააგრძელეთ თქვენი გზა მტკიცე ნაბიჯით.

არ ჩაერიოთ იმაში, რაც არ გეხებათ. არ ჩაერთოთ კონფლიქტსა და ჩხუბში, არ დაუჭიროთ მხარი ერთ ადამიანს, ეცადეთ დრო სასარგებლოდ გამოიყენოთ და უაზრობაში არ გაფანტოთ.