როგორ მოვუაროთ კანს ზამთარში - 7 რჩევა დერმატოლოგებისგან, რომელიც თქვენს კანს მოეწონება - rogor.ge

როგორ მოვუაროთ კანს ზამთარში - 7 რჩევა დერმატოლოგებისგან, რომელიც თქვენს კანს მოეწონება

დასაბანი საშუალებების შეცვლა

capture-1674542247.jpg

საპნები, შხაპის გელები, ანტიბაქტერიული და დეზოდორანტის შემცველი გამწმენდი არ არის სწორი არჩევანი ზამთარში თავის მოვლისთვის. რაც უფრო ცივა გარეთ და რაც უფრო სიმშრალეა ოთახში, მით უფრო რბილი და კარგი დამატენიანებელი უნდა იყოს თქვენი გამწმენდი. მოძებნეთ შხაპის ზეთები, მაღალი ტენიანობის გელები და სხვა პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ ტენიანობის შენარჩუნებას.

არ გაჩერდეთ აბაზანაში დიდხანს

ცხელი შხაპი ან აბაზანა ცივ ამინდში სასიამოვნოა თქვენთვის და ბევრად ცუდი თქვენი კანისთვის. რაც უფრო ცხელია წყალი, მით უფრო ადვილია კანიდან ჩამოირეცხოთ ბუნებრივი ზეთების დამცავი ფენა და კანი გამოგიშრეთ. არ მიიღოთ ცხელი შხაპი, ან თუ მიიღებთ, ეცადეთ შეამციროთ დრო, ძალიან მალე შეამჩნევთ განსხვავებას.

დაიტენიანეთ კანი

არ გამოტოვოთ ყოველდღე თქვენი დამატენიანებელი ზამთარში, მაგრამ შეამოწმეთ შემადგენლობა. ინგრედიენტები, რომლებიც დაგეხმარებათ კანის მაქსიმალურად დატენიანებაში - გლიცერინი და ჰიალურონის მჟავაა. დარწმუნდით, რომ ისინი თქვენი კრემის შემადგენლობაშია და გამოიყენეთ იგი დღეში ორჯერ, დილით და საღამოს. საუკეთესო ეფექტი იქნება, თუ კრემს წაისვამთ შხაპის მიღების ან დაბანისთანავე, ნოტიო კანზე.

მოერიდეთ სკრაბებს

ზამთარი შესანიშნავი დროა სკრაბის რუტინისგან დასვენებისთვის. არ არის აუცილებელი სკრაბის მთლიანად მიტოვება, მაგრამ გაიკეთეთ იშვიათად. პროცედურის დაწყებამდე აუცილებლად წაისვით კანზე დამატენიანებელი ან ლოსიონი - ეს დაიცავს მას ზედმეტი დაზიანებისგან და შემდეგ უფრო გლუვს გახდის.

დაიცავით თავი მზისგან

თუ თქვენ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ თქვენს კანს მხოლოდ ზაფხულში სჭირდება UV დაცვა, მაშინ დროა ეს მოძველებული ინფორმაცია თავიდან ამოიგდოთ. ზამთრის მზე შეიძლება არანაკლებ საშიში იყოს კანისა და თვალების ჯანმრთელობისთვის, ისევე როგორც ზაფხულის მზე. აუცილებლად გამოიყენეთ SPF კრემი ზამთარში, ხოლო მზიან დღეებში ატარეთ დამცავი სათვალეები.

არ დაივიწყოთ ტუჩები

ტუჩების კანს არ აქვს საკუთარი ცხიმოვანი ჯირკვლები, რომლებიც მათ დაეხმარებათ ტენიანობის ბალანსის შენარჩუნებაში და ამიტომ, ზამთარში მათ დახმარება განსაკუთრებით სჭირდებათ. გამოიყენეთ დამცავი საშუალებები, უპირატესობა მიანიჭეთ ტრადიციულ პროდუქტებს - ნავთობის ჟელეს ან მცენარეულ ზეთებს.

სწორი კვება

ცხიმიანი თევზი, ზეთისხილი, კარაქი, ან თუნდაც უბრალოდ თევზის ზეთი, რძის პროდუქტები (რა თქმა უნდა, უცხიმო რძისგან) - ეს პროდუქტები უფრო მეტად უნდა იყოს თქვენს სუფრაზე ცივ ამინდებში.