7 რამ, რასაც ჭკვიანი ქალები არასდროს ეუბნებიან სხვებს - როგორ დაიცვათ საკუთარი რეპუტაცია - rogor.ge

7 რამ, რასაც ჭკვიანი ქალები არასდროს ეუბნებიან სხვებს - როგორ დაიცვათ საკუთარი რეპუტაცია

თქვენი კომპლექსები თქვენს გარეგნობასთან დაკავშირებით. თითქმის არ არსებობს ქალი, რომელიც ბოლომდე კმაყოფილია თავისი სხეულით. ყველაზე სრულყოფილსაც კი ექნება რაიმე სახის ნაოჭი, ან სხვა რამ, რომლის მოცილებაც სურს. წონის დაკლების მარადიულ სურვილზე აღარცაა საუბარი. ჭკვიანი ქალები არ ამახვილებენ ყურადღებას თავიანთ ნაკლოვანებებზე. მათ იციან, რომ ეს არ დაეხმარებათ პრობლემის აღმოფხვრაში, არამედ მხოლოდ ზედმეტ ყურადღებას მიიპყრობენ. ამის ნაცვლად, ისინი ხაზს უსვამენ თავიანთ ძლიერ მხარეებს და ოსტატურად თამაშობენ.

ურთიერთობის ყველა დეტალი. ორშაბათს ბედნიერი ხართ, ოთხშაბათს "ყველაფერი გართულებულია", მაგრამ ხუთშაბათს ვნებიანმა კოცნამ და სექსმა დაამტკიცა, რომ ყველაფერი კარგადაა და პარასკევს ისევ შეყვარებული ხართ. ეს თქვენთვის კარგია, მაგრამ როცა ამ ყველაფერს თქვენს მეგობრებს ეუბნებით, ისინი მხოლოდ ცუდზე აკეთებენ აქცენტს და ამით ანადგურებენ წყვილის რეპუტაციას.

ის მომენტი, როცა დაშორებისას „ცოტათი აღფრთოვანდით“. როცა მას მილიონი შეტყობინება გაუგზავნეთ ან ძალიან ბევრჯერ დაურეკეთ, სასოწარკვეთილმა გადაწყვიტეთ შურისძიება, ეს არ არის კარგი, მაგრამ ასე ხდება. არ გაუზიაროთ ეს ყველაფერი სხვებს, რადგან ყოველთვის გაგამტყუნებენ.

მამაკაცების რაოდენობა, ვისთან ერთადაც იწექით. თითოეულ თქვენგანს აქვს საკუთარი წარსული, თუმცა არაა აუცილებელი ყველამ იცოდეს რამდენ ადამიანთან გქონდათ ურთიერთობა. შეუძლებელია ერთი გარემოებით ვიმსჯელოთ: ერთ გოგონას ჰყავდა 5 კაცი, მაგრამ თითოეულ მათგანს დიდი ხნის განმავლობაში ხვდებოდა, ხოლო მეორეს სამი ჰყავდა, მაგრამ მან ყველა გამოცვალა ერთ კვირაში. ყველაფერი შედარებითია.

რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად. არ არის საჭირო სხვებს უთხრათ, რომ უკეთესად გააკეთებთ, თუნდაც უბრალოდ დახმარება გსურდეთ.

რამდენ ფულს შოულობთ/ხარჯავთ. ფული ძალიან რთული თემაა, რომელსაც შეუძლია აღძრას გრძნობები, შფოთვითა და თავდაჯერებულობით დაწყებული, ეჭვიანობითა და განსჯით დამთავრებული.

თქვენი აზრი ოჯახისა და მეგობრების შესახებ. არ არის საჭირო თქვენი პირადი კონფლიქტების გაზიარება ისეთთან, ვინც მნიშვნელოვანია თქვენი მამაკაცისთვის. თუ მას არჩევანის გაკეთება მოუწევს, დიდი ალბათობით, ეს თქვენს სასარგებლოდ არ იქნება.