როგორ მოიქცეთ, თუ ქმარი მსუქანს გიწოდებთ - rogor.ge

როგორ მოიქცეთ, თუ ქმარი მსუქანს გიწოდებთ

პასუხის გაცემამდე ერთი წუთით ამოისუნთქეთ. როდესაც ვინმე უხეშობს ან შეურაცხყოფას გაყენებთ, ამან შეიძლება ნერვები მოგიშალოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ადამიანი თქვენი ქმარია. ერთი წუთით ღრმად ამოისუნთქეთ და გონებაში თავი მოუყარეთ აზრებს, რისი თქმაც გსურთ. იფიქრეთ თქვენი ცხოვრების პოზიტიურ მოვლენებზე, ვიდრე იმაზე, რაც მან ახლახან თქვა.

1-1674200988.jpg

დაფიქრდით სანამ რეაგირებას მოახდენთ. შეურაცხყოფა გაბრაზებულ და თავდაცვით გრძნობას გაგიჩენთ. თავდასხმა, სავარაუდოდ, მეტ კამათსა და იმედგაცრუებას გამოიწვევს. ამიტომ ეცადეთ მშვიდად გადმოსცეთ თქვენი სათქმელი, რათა გამოხატოთ, თუ რას გრძნობთ მისი ნათქვამის მიმართ. თუ გეჩვენებათ, რომ თქვენი ქმარი ცდილობს თქვენს დაკნინებასა და დამცირებას, უთხარით რომ ძლიერი ხართ და ამის უფლებას არავის მისცემთ.

2-1674201000.jpg

გაანალიზეთ, შეგიძლიათ თუ არა თქვენ და თქვენს ქმარს მშვიდი და ადამიანური საუბარი. ისაუბრეთ იმაზე, რაც გაწუხებთ. ნაცვლად იმისა, რომ ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყოთ. იფიქრეთ სიძულვილის შემცველი სიტყვების უფრო ეფექტური კომუნიკაციის საშუალებად გადაქცევაზე. თუ თქვენს ქმარს არ სურს ისაუბროს იმაზე, რაც აწუხებს, ან თქვენ არ გისმენთ, დაფიქრდით, შეგიძლიათ თუ არა ერთმანეთის გრძნობებზე საუბარი.

3-1674201019.jpg

გახსოვდეთ, რომ თქვენ განსაზღვრავთ თქვენს თვითშეფასებას. არავინ აკონტროლებს თქვენს ღირსებასა და თვითშეფასებას საკუთარი თავის გარდა. თქვენს ქმარს არ შეუძლია შეცვალოს ეს ყველაფერი, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ქმრისგან დამამშვიდებელი სიტყვების მოსმენა დაგეხმარებათ თვითშეფასების ამაღლებაში, ნუ დაეყრდნობით მხოლოდ მას, რათა განსაზღვროთ, რას ფიქრობთ საკუთარ თავზე ან თქვენს გარეგნობაზე. ივარჯიშეთ თქვენი თვითშეფასების ამაღლებაში.

4-1674201031.jpg

დაუკავშირდით მეგობრებსა და ოჯახის წევრებს დამშვიდებისა და მხარდაჭერისთვის. დაუკავშირდით ადამიანებს, რომლებსაც ენდობით და ესაუბრეთ მათ ქმართან ურთიერთობისა და მისი ნათქვამის შესახებ. შეიძლება მათ კარგი რჩევები მოგცენ. მოერიდეთ განმარტოებას, როდესაც თქვენი ქმარი ან ვინმე სხვა შეურაცხყოფას გაყენებთ და ამის გამო ცუდად გრძნობთ თავს. მოისმინეთ სიბრძნე სხვებისგან, რომლებმაც უკვე გადალახეს რთული ურთიერთობები თავიანთ ცხოვრებაში.

5-1674201045.jpg

წყარო: wikihow.com