რა უნდა გააკეთოთ, თუ ზეთის ბოთლი ყოველთვის ცხიმიანია და დისკომფორტს გიქმნით - rogor.ge

რა უნდა გააკეთოთ, თუ ზეთის ბოთლი ყოველთვის ცხიმიანია და დისკომფორტს გიქმნით

მცენარეული ზეთის ლაქა

ზეთის ლაქებისგან თავის არიდებისთვის მხოლოდ სიფრთხილე საკმარის არ არის. ის ძალიან ბლანტია და მაშინ იღვრება, როცა არ ელოდები. რა შეიძლება გაკეთდეს ამ შემთხვევაში? ყველაზე მარტივი, რასაც, ალბათ, ყველა გააკეთებს, ბოთლის ხელსახოცით გაწმენდაა. ზოგი კი არა მხოლოდ ერთჯერადად წმენდს ბოთლს, არამედ ქაღალდს მის ყელთან ამაგრებს, რომ წვეთები ხელსახოცმა შეიწოვოს და სხვა ნივთები აღარ დაისვაროს. ამ ტექნიკის ნაკლი ისაა, რომ ქაღალდი ხშირად უნდა ცვალოთ. ეკონომიური დიასახლისები გვთავაზობენ ქაღალდის ხელსახოცის შეცვლას ჩვეულებრივი ბამბის საფენით. შედეგად ბოთლი სუფთა რჩება და ყველაფერი ლამაზად გამოიყურება.

სასარგებლო რჩევები

შეეცადეთ ნაზად ამოიღოთ ზეთის ბოთლის შიდა საცობი, ამოაბრუნოთ და მოათავსოთ ისევ იმ ადგილას, სადაც იყო. თქვენ უნდა მიიღოთ მარტივი ხელნაკეთი ზეთის დისპენსერი. შეგიძლიათ ამ საცობს მარტივად გაუკეთოთ შუაში ხვრელი და ზეთის დანაკარგსაც თავიდან აირიდებთ. განაგრძეთ კითხვა