როგორ მოიქცეთ, როცა გარეგნობის გამო გაბულინგებენ - rogor.ge

როგორ მოიქცეთ, როცა გარეგნობის გამო გაბულინგებენ

მოიფიქრეთ პასუხები წინასწარ. თუ ადამიანები კომენტარს აკეთებენ თქვენი სხეულის გარკვეულ ნაწილებზე, უარყოფითად საუბრობენ თქვენს წონაზე, მოიფიქრეთ პასუხები, რომლებიც მოგვიანებით შეგიძლიათ გამოიყენოთ, რათა აღარ იყოთ გაურკვეველ მდგომარეობაში, მაგალითად, შეგიძლიათ თქვათ: „ჩემი წონა შენი საქმე არ არის“ ან „მე მომწონს ჩემი თმა ისეთი, როგორიც არის, გმადლობთ“.

1-1674123190.jfif

დააიგნორეთ ისინი. ერთი ვარიანტია უბრალოდ უგულებელყოთ უხეში კომენტარი. თქვენ არ გჭირდებათ პასუხის გაცემა, პასუხით ის გრძნობს, რომ თქვენ ღელავთ და ყურადღებას აქცევთ. გარდა ამისა, როდესაც თქვენ არ პასუხობთ, საშუალებას აძლევთ დაფიქრდეს იმაზე, რაც თქვა. ისე მოიქეცით, თითქოს არც კი გესმით, რას ამბობენ.

2-1674123209.jfif

ნუ მისცემთ უფლებას უარყოფითი ისაუბრონ თქვენზე. თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, გსურთ თუ არა სხვა ადამიანს უფლება ნეგატივი თქვენამდე მოიტანოს. შეეცადეთ ყურადღება არ მიაქციოთ მათ კომენტარებს. ნუ აგრძნობინებთ თავს კმაყოფილად. წარმოიდგინეთ ფანჯარა თქვენსა და სხვა ადამიანს შორის. თქვენ ხედავთ, რომ ისინი უარყოფით კომენტარს აკეთებენ, მაგრამ ნეგატივი რეალურად ვერ აღწევს თქვენამდე.

3-1674123230.jfif

შეებრძოლეთ პოზიტივით. ინტერნეტში ადვილია რაღაც გახდეს ვირუსული. თუ ეს დაგემართათ, ერთ-ერთი გზა, რომლითაც შეგიძლიათ გაუმკლავდეთ პრობლემას არის თქვენი სხეულის ფლობა. ზოგიერთი ადამიანი თავდაჯერებულობის ამსახველი სურათის გამოქვეყნებით ირეცხავს სირცხვილის გრძნობას. მაგალითად, თუ ვინმე დასცინის თქვენს თმას, შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ სურათი, სადაც აჩვენებთ რა მოგწონთ მასში. თუმცა, მოემზადეთ მეტი უარყოფითი გამოხმაურებისთვის, რადგან ბოროტი ადამიანების უმეტესობა უბრალოდ არ შეწყვეტს ნეგატიური კომენტარების წერას.

4-1674123249.jfif

აირჩიეთ შესაფერისი "ბრძოლის ველი". შეარჩიეთ სწორი სივრცე, სადაც იცით, რომ თქვენს სიტყვებს ისე გაიგებენ, როგორც საჭიროა. რა თქმა უნდა, ხშირად ვერ ირჩევთ, სად გჭირდებათ საკუთარი თავის დაცვა, მაგრამ ხანდახან საპასუხო ბრძოლა უფრო მეტ ზიანს გაყენებთ, ვიდრე სიკეთეს. ხანდახან სჯობს უბრალოდ გაეცალოთ.

5-1674123263.jfif

წყარო: wikihow.com