როგორ ვუყუროთ ფილმს გვიანობამდე, რომ არ დაგვეძინოს და მეორე დღეს ფხიზლად ვიყოთ - rogor.ge

როგორ ვუყუროთ ფილმს გვიანობამდე, რომ არ დაგვეძინოს და მეორე დღეს ფხიზლად ვიყოთ

დაისვენეთ დღისით. დარწმუნდით, რომ წინა დღეს კარგად გამოიძინეთ. თუ მოზარდი ხართ, შეეცადეთ დაიძინოთ 6-8 საათი. თუ სრულწლოვანი ხართ, შესაძლოა 5-7 საათიანი ძილიც საკმარისი იყოს, მაგრამ ყოველთვის რეკომენდებულია მეტი. თუ წინა ღამეს საერთოდ არ გეძინათ, დღის მანძილზე ძილს არაფერი სჯობს.

1-1673954485.jpg

აირჩიეთ კარგი ფილმი. მიუხედავად იმისა, რომ ყველას აქვს განსხვავებული მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორია სინამდვილეში კარგი ფილმი, აირჩიეთ ისეთი, რომელიც არ მოგბეზრდებათ. აირჩიეთ დინამიური ხასიათის ფილმები შთამაგონებელი მუსიკით, ვიდრე ვიდრე დუნე, სიყვარულზე დაფუძნებული. შეეცადეთ აირჩიოთ ფილმი, რომელიც თავიდან ბოლომდე საინტერესოა.

2-1673954499.jpg

მოერიდეთ სითბოს. არ ჩაწვეთ თბილად საწოლში, თუნდაც ზამთარი იყოს. სითბო მეტ დაღლილობას გაგრძნობინებთ. წამოწოლის ნაცვლად დაჯექით საწოლზე, ან დივანზე. ამან შეიძლება ცოტა დისკომფორტი შეგიქმნათ, მაგრამ მაინც ფხიზლად დარჩებით. არ ჩაიცვათ ძალიან თბილად. გააღეთ ფანჯარა და კარი, რომ ცივი ჰაერი შემოვიდეს და ოთახში სიგრილე შეინარჩუნოთ.

3-1673954513.jpg

დალიეთ წყალი. როცა იგრძნობთ, რომ გეძინებათ, დალიეთ ყინულიანი წყალი. ეს უნდა დაეხმაროს თქვენს სხეულს ფხიზლად ყოფნაში. წყალი უკეთესი სასმელია, ვიდრე ის, რაც კოფეინს შეიცავს, რადგან კოფეინი დროებით გაფხიზლებთ, თუმცა მთელ ენერგიას გაკარგვინებთ.

4-1673954528.jpg

გამოიყენეთ ყურსასმენები. ხმა, რომელიც პირდაპირ თქვენს გონებაში შედის, ბუნებრივად გაგიჩენთ ფილმზე ფოკუსირების სურვილს. ეს მეტად გამოგაფხიზლებთ. აფეთქებები, მანქანების რბოლა და უეცარი გასროლა გამოაფხიზლებს თქვენს ტვინს. თუ ფილმის მსვლელობისას ჩაგეძინათ, ყურსასმენის ხმამ შესაძლოა კვლავ გამოგაფხიზლოთ.

5-1673954545.jpg

გამოყავით დრო შესვენებისთვის. ფილმების ხანგრძლივობა ჩვეულებრივ დაახლოებით ორი საათია. ორი საათის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას ჯდომა არც ისე ადვილია. დააპაუზეთ ფილმი და ცოტა შეისვენეთ. ეს შეიძლება იყოს ხუთი წუთიდან თხუთმეტ წუთამდე. არ დახარჯოთ დიდი დრო შესვენებაზე, ამ დროს საუკეთესოა სახის დაბანა ან შხაპის მიღება, რაც კარგად გამოგაფხიზლებთ.

6-1673954558.jpg

წყარო: wikihow.com