5 არაჩვეულებრივი რჩევა, რომელიც თქვენს ცხოვრებას გააუმჯობესებს - rogor.ge

5 არაჩვეულებრივი რჩევა, რომელიც თქვენს ცხოვრებას გააუმჯობესებს

გაარღვიეთ რუტინა

თითოეული ჩვენგანი მიჩვეულია დილით გარკვეული მოქმედებების შესრულებას და მათ თანმიმდევრობით აკეთებს. ხშირად, ჩვენ ვმუშაობთ ნახევრად ავტომატურად, რობოტების მსგავსად. შეეცადეთ შეცვალოთ თქვენი ყოველდღიური რუტინა. თუნდაც შეცვალეთ სამსახურამდე მისვლის გზა. ჩამოდით ერთი-ორი გაჩერებით ადრე, წადით სხვანაირი გზით და სხვა თვალით შეხედეთ თქვენს ქალაქს.

იფიქრეთ პოზიტიურად

ყურადღება მიაქციეთ იმ პესიმისტურ აზრებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში გიპყრობთ. როგორც კი საკუთარ თავს შთააგონებთ, რომ „ძნელია, ეს შეუძლებელია“, ან გაიხსენებთ ძველ წყენას, მიხვდებით, როგორ გიშლით ხელს ეს აზრები, რომ ეფექტურად იმუშაოთ და მიაღწიოთ მიზნებს. იფიქრეთ პოზიტიურად, რომ თქვენ ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ და თავადაც ნახავთ, რამდენი ახალი შესაძლებლობა გაჩნდება.

იპოვეთ რწმენა საკუთარ თავში

ხშირად ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ სხვადასხვა პრაქტიკა მათ არ ეხმარებათ, თავიდანვე არ სჯერათ, რომ წარმატებას მიაღწევენ. ძნელია რაიმეს მიღწევა საკუთარი თავის რწმენის გარეშე. იპოვეთ ეს გრძნობა თქვენ შიგნით, ის იქ არის, უბრალოდ დროთა განმავლობაში მას ეჭვი აცამტვერებს.

ისწავლეთ იყოთ მადლიერი

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური გრძნობა, რომელიც ადამიანს შეუძლია განიცადოს. ჯო დისპენზას თქმით, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ის, რაც გვინდა ბევრად უფრო სწრაფად, თუ მადლიერები ვიქნებით. იმის გამო, რომ ცოცხლები ვართ, ჩვენ შეგვიძლია რაღაცის გაკეთება და ჩვენი ცხოვრების მართვა. მადლიერება იწვევს ტვინში ბევრ აღდგენით ქიმიურ რეაქციას.

წარმოიდგინეთ თქვენი თავი ახალ ადამიანად

თუ ამას კითხულობთ, მაშინ მზად ხართ ცვლილებებისთვის. დაიწყეთ შეცვლა. წარმოიდგინეთ თავი ახალ ადამიანად, იგრძენით როგორია იყოთ ბედნიერი, პოზიტიური, წარმატებული და თქვენ წარმატებას მიაღწევთ. ჯო დისპენზა გვარწმუნებს: ჩვენი ცხოვრება არის ის, რასაც ჩვენ მასზე ვფიქრობთ.