როგორ გავიგოთ ნამდვილად გიყვართ ადამიანი, თუ მიჯაჭვული ხართ მასზე - rogor.ge

როგორ გავიგოთ ნამდვილად გიყვართ ადამიანი, თუ მიჯაჭვული ხართ მასზე

ყველაფერი საკმაოდ მარტივია. თუ გრძნობთ შიშს, რომ მიგატოვებს, თუ მიჩვეული ხართ ემოციების დათრგუნვას, ცდილობთ ასიამოვნოთ თქვენს რჩეულს, მაშინ დიდია ალბათობა, რომ ეს იყოს მიჯაჭვულობა. თქვენი გრძნობები მოდის "თავიდან", და არა გულიდან.

ხშირად ეს არის ცალმხრივი თამაში. აქ საქმე გვაქვს უპასუხო სიყვარულთან და ამ გრძნობის ამოცნობა საკმაოდ მარტივია, განსაკუთრებით მაშინ, თუ საკუთარ თავთან გულწრფელი ხართ. თუ თქვენი პარტნიორი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, თუ მის ინტერესებს ყველაფერზე მაღლა აყენებთ, თუ გიჭირთ ამ ადამიანის გარეშე ერთი დღის გატარებაც, მაშინ დიდია ალბათობა იმისა, რომ საქმე გაქვთ სასიყვარულო დამოკიდებულებასთან.

სექსუალური მიზიდულობა განსხვავდება სიყვარულისგან. ამ შემთხვევაში ურთიერთობის შედეგი შედარებით უმტკივნეულო იქნება. მასთან განშორება ზიანს არ მოგაყენებთ.

მოსიყვარულე ადამიანები საუკეთესო მეგობრები არიან. როგორც კი ასეთი ურთიერთობა გექნებათ, ერთად "მთებსაც კი გადადგამთ", შეგიძლიათ ერთად ახალი საქმე წამოიწყოთ და მეტად წარმატებულები გახდეთ. თქვენ მთლიანად ენდობით მას, ამიტომ არ გეშინიათ გაუმხილოთ ის, რასაც სხვებს არ გაანდობთ.

თქვენ იცით როგორ აპატიოთ. ამის გაკეთება მოგიწევთ არაერთხელ. ცხოვრება რთულია. ჩხუბის დროს თქვენ არ ეძებთ „ვინ არის მართალი და ვინ არასწორი“, არამედ კომპრომისზე მიდიხართ. პარტნიორის პატიებას მაშინაც შეძლებთ, როცა მოგატყუათ და კიდევ, თუ მან გადაწყვიტა წასვლა.