როგორ მოვამზადოთ 10 წუთში უგემრიელესი სალათი სწრაფად მოსამზადებელი ლაფშისგან - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ 10 წუთში უგემრიელესი სალათი სწრაფად მოსამზადებელი ლაფშისგან

ღრმა თასში ჩადეთ სწრაფად მოსამზადებელი ლაფშის რამდენიმე პაკეტი. დაასხით მდუღარე წყალი, შემდეგ გადაწურეთ და დატოვეთ გრილ ადგილას. პატარა კუბებად დაჭერით ხახვი, წიწაკა, სტაფილო და ოხრახუში. თინუსის ფილე ჩანგლით დაშალეთ.

rogor6-1673331308.jpg

ცივ ლაფშას დაუმატეთ ყველა სხვა ინგრედიენტი და აურიეთ. დააწურეთ ცოტა ლიმონის წვენი. არ დაივიწყოთ სანელებლები. უბრალო, მაგრამ ძალიან გემრიელი სალათი გამოვა.

rogor5-1673331154.jpg

ეს არის მარტივი, მაგრამ არანაკლებ წარმატებული რეცეპტი სწრაფი კერძისთვის. სწრაფად მოსამზადებელი ლაფშა ძალიან პრაქტიკული ინგრედიენტია. მითუმეტეს, როცა სახლში ასეთი ლაფშების მცირე მარაგია.