როგორ მოვაშოროთ უსიამოვნო სუნი სარეცხ მანქანას - rogor.ge

როგორ მოვაშოროთ უსიამოვნო სუნი სარეცხ მანქანას

ძმარი. ფხვნილის დისპენსერში ჩაასხით 2 ჭიქა სუფთა ძმარი. ჩართეთ რეცხვის ყველაზე გრძელი ციკლი და დააყენეთ მაქსიმალური ტემპერატურა. ძმარი კლავს ბაქტერიებს და აშორებს სუნს.

1-1673020924.png

მათეთრებელი. ჩაასხით გასათეთრებელი სარეცხი საშუალების დისპენსერში და კვლავ ჩართეთ რეცხვის ყველაზე გრძელი ციკლი უმაღლეს ტემპერატურაზე.

2-1673020940.png

გავლების რეჟიმი. მთლიანად ჩამორეცხეთ კირქვის და საპნის ნალექები, რომლებიც შეიძლება დარჩეს მანქანაში, ჩაატარეთ გამრეცხვის დამატებითი ციკლი რაიმის დამატების გარეშე.

სარეცხი საშუალებების დისპენსერი. ამოიღეთ სარეცხი საშუალებების დისპენსერი. შეავსეთ თბილი წყლით, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება და გააჩერეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ გარეცხეთ დისპენსერი ჩვეულებრივი ღრუბლით და კარგად გააშრეთ.

4-1673020956.png

ბარაბნის რეზინი. ზოგჯერ რეზინში ხვდება უცნაური ნივთები. ქვები, ხელსახოცები... ამოიღეთ ეს ნივთები. თუ აღმოაჩენთ ობის ლაქებს, შეურიეთ 1 ჭიქა თხევადი ქლორის მათეთრებელი 3 ლიტრ თბილ წყალს. დაასველეთ სუფთა ქსოვილი და გადაუსვით რეზინის ზოლს, კარგად დაამუშავეთ.

5-1673020969.png