როგორ გავასუფთავოთ აბაზანის შუშის კედლები და მოვაშოროთ ჩამჯდარი ლაქები - rogor.ge

როგორ გავასუფთავოთ აბაზანის შუშის კედლები და მოვაშოროთ ჩამჯდარი ლაქები

მოაცილეთ ლაქები ძმრით

ძმრის მთავარი ინგრედიენტი არის ძმარმჟავას ხსნარი, რომელსაც შეუძლია ლაქების მოცილება. მინაზე კალციუმის ნარჩენების მოსაშორებლად შეგიძლიათ შეასხუროთ გაზავებული ძმარიანი ხსნარი იმ ადგილებში, რომლებიც უნდა გაიწმინდოს, შემდეგ გამოიყენეთ პირსახოცი, რომ მოიწმინდოთ და ჩამორეცხოთ სუფთა წყლით.

გამოიყენეთ საკვები სოდა

საკვები სოდა დაგეხმარებათ მოაშოროთ ლაქები აბაზანის შუშის კედლებიდან. მაგრამ ხანგრძლივი, ძველი ლაქებისთვის, გამოიყენეთ სოდისა და ძმრის, ან ლიმონმჟავიანი წყლის ნაზავი, ჭუჭყიან შუშის კედელზე, შემდეგ გახეხეთ ჯაგრისით და კარგად ჩამორეცხეთ წყლით.

კბილის პასტით მოაცილეთ კალციუმის ნალექები

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ კბილის პასტა ლაქების მოსაშორებლად. წაუსვით კბილის პასტა პირდაპირ იმ ადგილებში, რომლებიც საჭიროებს გაწმენდას და გააჩერეთ დაახლოებით 5-10 წუთი. შემდეგ გაიხეხეთ რბილი ჯაგრისით და ჩამორეცხეთ წყლით, აბაზანის შუშის კედელი ახალივით სუფთა იქნება.

გაწმინდეთ ლიმონით და მარილით

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის წვენი და მარილი, რათა ეფექტურად და მარტივად მოაცილოთ კალციუმის ნარჩენები. შეურიეთ მარილისა და ლიმონის ხსნარი 2: 1 თანაფარდობით, გამოიყენეთ ფუნჯი ან პირსახოცი, რათა შეიწოვოს ხსნარი.

წყარო: tipsmake.com