როგორ მოვუაროთ თმას კერატინით გასწორების შემდეგ - rogor.ge

როგორ მოვუაროთ თმას კერატინით გასწორების შემდეგ

რა არის თმის კერატინით გასწორების არსი?

თმის სტრუქტურა შეიცავს კერატინს – ცილას, რომელიც უზრუნველყოფს თმის სიჯანსაღესა და სიმტკიცეს. კერატინით გასწორებისას შედეგს განსაზღვრავს გამოყენებული საშუალების შემადგენლობა.

საზოგადოდ, პროცედურა ამგვარია: შემადგენლობაში შემავალი ფორმალდეჰიდი შლის თმის დისულფიდურ კავშირებს, ხოლო კერატინი ავსებს წარმოქმნილ სიცარიელეს, რითაც თმას ხდის უფრო მკვრივს, სწორსა და ძლიერს.

იაფფასიანი შემადგენლობა შეიცავს 8%-მდე კერატინს, მაგრამ მათი ეფექტი კერატინის შემცველი კონდენციონერის ან შამპუნის ეფექტის მსგავსია: თმის გასწორების ხანგრძლივი შედეგი ვერ მიიღება. სასურველი შედეგის მისაღებად კერატინის შემცველობა არანაკლებ 40% უნდა იყოს.

დღეს თმის გასასწორებლად გამოიყენება პროდუქცია Formaldehyde Free მარკირებით. შემადგენლობაში შეიძლება მართლაც არ იყოს ფორმალდეჰიდი, მაგრამ ის აუცილებლად წარმოიქმნება ტემპერატურული ზემოქმედებით ქიმიური რეაქციის შედეგად. მხოლოდ ამ კომპონენტის არსებობისას შესაძლებელია სილიკონის ან კერატინის თმის სტრუქტურაში შეღწევა.

დისულფიდური კავშირის დაშლა არაა აუცილებელი. ამ მიზნით გამოიყენება შემადგენლობა გლიოკსილის მჟავას ფუძეზე. ის უფრო უსაფრთხოა და უფრო ძვირიც ღირს.

შემადგენლობის მიხედვით არსებობს პროცედურის ჩატარების ორი საშუალება:

კერატინით თმის გასწორება ბრაზილიური პროდუქციით, რომელიც გულისხმობს ფორმალდეჰიდის შემცველი ხსნარის გამოყენებას. თმა არის გლუვი, ჯანსაღი, მბრწყინავი და დაცულია გარემოს მავნე ფაქტორებისაგან. შედეგი 6 თვემდე გრძელდება.ამერიკული კერატინული გასწორება. ამგვარი მიდგომისას ფორმალდეჰიდი არ გამოიყენება და ის უფრო ძვირად ღირებული მეთოდია. შედეგი 12 კვირამდე გრძელდება. გაგრძელება