როგორ მოვუაროთ თმას 45 წლის ასაკიდან - rogor.ge

როგორ მოვუაროთ თმას 45 წლის ასაკიდან

იფიქრეთ თმაზე, როგორც აბრეშუმზე

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი თმა თქვენი საყვარელი აბრეშუმის კაბაა. არც მაღალ ტემპერატურაზე გარეცხავთ და არც ცხელი უთოთი დააუთოვებთ, არა? თქვენი კულულები არანაკლებ მოვლას მოითხოვს. ძალიან ხშირად ზედმეტად უხეშად ვეპყრობით თმას და მერე გვიკვირს, რომ ის გაფუჭებულია. თუ თმას ხშირად იშრობთ ფენით და თმის უთოს იყენებთ, აუცილებლად გამოიყენეთ სპეციალური დამცავი საშუალება.

დაივარცხნეთ სწორად

დაიწყეთ დავარცხნა შამპუნის წასმისთანავე, როცა თმა სველია, რათა პროდუქტმა შეაღწიოს ძირებში. გამოიყენეთ ფართოკბილიანი სავარცხელი, დაივარცხნეთ ქვემოდან ზემოდან, ეს დაიცავს თმას მსხვრევისგან.

არ დაივიწყოთ თქვენი სკალპი

იფიქრეთ თავის გაწმენდაზე ისე, როგორც სახეს იწმენდთ. თუ ყოველდღიურად იყენებთ უხეშ გამწმენდ საშუალებებს, კანი უფრო მეტ ცხიმს გამოიმუშავებს, მიუხედავად იმისა, სხეულის რომელ ნაწილს ეკუთვნის. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია უსულფატო შამპუნების გამოყენება.

პროცედურები - კვირაში ერთხელ!

თუ გსურთ თქვენი თმის აღდგენა და გაძლიერება, მაშინ ნიღბები ნამდვილად დაგეხმარებათ. თუმცა, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ თუ ამ საშუალებების მოხმარებას გადააჭარბებთ, ისინი უკუშედეგს მოგიტანთ. ამიტომ, პროცედურები უნდა ჩაიტაროთ არა უმეტეს კვირაში ერთხელ.

თუ პრობლემა გაქვთ, მოძებნეთ მიზეზი

თუ თმის მდგომარეობა გაუარესდა, გაანალიზეთ, რით შეიძლება იყოს ეს გამოწვეული. შეიტანეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები ცხოვრების წესში, იფიქრეთ ამ ნიუანსებზე და შემდეგ შეადგინეთ სამოქმედო გეგმა. თმის ცვენა ყველაზე ხშირად შინაგან ფაქტორებთან არის დაკავშირებული – მაგალითად, ეს ხდება ბავშვის დაბადების, ავადმყოფობის ან გამოვლილი სტრესის შემდეგ. თუ თმა თხელდება, ეს ჩვეულებრივ გამოწვეულია გარეგანი ზემოქმედებით და ამიტომ უნდა მიმართოთ ნიღბებს და ინტენსიურ მკურნალობას.

არ ამოიჩემოთ ერთი და იგივე ვარცხნილობა

ცხოვრება ხანმოკლეა იმისთვის, რომ არ გააკეთოთ ექსპერიმენტები თმაზე. ნუ ჩაეჭიდებით რუტინას – იგივე სტილი, ფერი შეიძლება მოსაწყენი და ცოტათი მოძველებულიც კი გახდეს. სცადეთ ახალი ვარცხნილობები და პროდუქტები - გაერთეთ და შეცვალეთ ისინი, თორემ ვერასოდეს გაიგებთ, რა გიხდებათ საუკეთესოდ.