როგორ მოვამზადოთ გოზინაყი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ გოზინაყი

ნიგოზი დაყარეთ საცხობ სინზე და შედეთ ღუმელში. მოხალეთ და ოდნავ გააგრილეთ, შემდეგ მოაშორეთ ნაფცქვენები. ბასრი დანით დაჭერით პატარა ნაჭრებად.

1-1672216183.jpg

ღრმა სქელი ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე და ჩაასხით თაფლი. ქაფს რომ გაიკეთებს, გადმოდგით ცეცხლიდან ცოტა ხნით. შემდეგ ისევ დააბრუნეთ ცეცხლზე. ურიეთ, დარწმუნდით, რომ თაფლი არ დაიწვება.

2-1672216193.jpg

პერიოდულად შეამოწმეთ. უნდა ჩამოყალიბდეს მკვრივი მასა, რომელიც არ დაიშლება. თაფლი უნდა აგორგოლავდეს თითებს შორის. ასევე, შემოწმება შეგიძლიათ ცივ წყალში თაფლის ჩაწვეთებით. თაფლი ბურთულასავით უნდა ჩავარდეს და არ დადნეს.

3-1672216203.jpg

დაჭრილი ნიგოზი ჩაყარეთ თაფლში, აურიეთ და განაგრძეთ მოშუშვა. 30-40 წუთის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.

4-1672216215.jpg

დაასველეთ ხის დაფა ცივი წყლით. გადაიტანეთ ცხელი გოზინაყი დაფის ზედაპირზე და სწრაფად გააბრტყელეთ წყალში დასველებული გასაბრტყელებელი ჯოხით.

5-1672216226.jpg

როდესაც გაგრილდება, ბასრი დანით დაჭერით ლამაზ რომბებად. როცა მთლიანად გამაგრდება, დაფიდან ფრთხილად აიღეთ დანით და დაალაგეთ ლანგარზე.

6-1672216239.jpg

მრავალ ახალ წელს დაესწარით!