ინტიმური ურთიერთობის სამი გაკვეთილი - როგორ შეინარჩუნოთ პარტნიორთან სულიერი სიახლოვე - rogor.ge

ინტიმური ურთიერთობის სამი გაკვეთილი - როგორ შეინარჩუნოთ პარტნიორთან სულიერი სიახლოვე

როგორ ახერხებენ ბედნიერი ადამიანები ინტიმური ურთიერთობის შენარჩუნებას?

ინტიმური ურთიერთობა არის ურთიერთობაში ღრმა ემოციური კავშირის შესაძლებლობა საკუთარი „მე“-ს შენარჩუნებით. სიახლოვე მდებარეობს ორ უკიდურეს პოლუსს შორის - შერწყმა და გაუცხოება. სრული ერთიანობის ილუზიას მსხვერპლად ეწირება ყველაფერი, რასაც შეუძლია მისი განადგურება – ჩვენი მოთხოვნილებები და ემოციები, რომლებიც ეწინააღმდეგება პარტნიორის საჭიროებებსა და ემოციებს. შერწყმის საბოლოო შედეგი არის მოწყენილობა და თავისუფლების დაკარგვა.

მეორე პოლუსი, არის საკუთარი „მე“-ს თავისუფლების განცდის შენარჩუნება. ჩვენ ვინარჩუნებთ ზედაპირულ კონტაქტებს, თუ არსებობს გრძნობებში ღრმად ჩაძირვის რისკი, გავურბივართ პარტნიორს, რადგან გვეშინია თავისუფლების დაკარგვის. ჩვენ არ ვიცით როგორ შევინარჩუნოთ ის, როცა ფსიქოლოგიური დისტანცია მცირდება. ზოგჯერ გვსურს ერთმანეთს ჩავეხუტოთ და დავივიწყოთ, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ. მაგრამ ზოგჯერ გვსურს საკუთარ თავთან მარტო ყოფნაც. ამ მოთხოვნილების ამოცნობა, მანძილის ცვლილება, ინტიმური ურთიერთობის მნიშვნელოვანი პირობაა. ეს ნორმალური და ბუნებრივია - გქონდეს საკუთარი ინტერესები, რომლებიც არანაირად არ არის დაკავშირებული პარტნიორის ცხოვრებასთან. ინტიმური ურთიერთობა იკარგება, როცა ცდილობთ აბსოლუტურად ყველაფერი გაუზიაროთ სხვას, ან პირიქით.

ჩვენ არ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ პარტნიორის შეცვლა. ინტიმური ურთიერთობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი არის პარტნიორის შეცვლის მცდელობის შეწყვეტა. არავითარ შემთხვევაში არ მოითხოვოთ, რომ საყვარელი ადამიანი გახდეს განსხვავებული. ცვლილებაზე უარის თქმა შეიძლება აღიქმებოდეს როგორც უპატივცემულობა ან მისი პერსონის უარყოფა. უპატივცემულობა არის მოთხოვნა: "გახდი განსხვავებული, გახდი უკეთესი, გახდი ჩემნაირი".

სხვა ადამიანების გრძნობები ყოველთვის ღირებულია. ინტიმური ურთიერთობა ასევე გასწავლით აღიაროთ პარტნიორის ნებისმიერი გამოცდილება და გრძნობები, მაშინაც კი, თუ თქვენ არ იზიარებთ მათ. „არ ინერვიულო წვრილმანებზე“, „ეს სისულელეა“, „მშვიდად უნდა იყო“ და ა.შ. და ა.შ. მაგრამ თუ საყვარელი ადამიანი წუხს, მაშინ ეს მისთვის წვრილმანი არ არის. მისი გრძნობების უარყოფის მცდელობა არის ნაბიჯი ურთიერთობის გაწყვეტისაკენ. მამაკაცებს უფრო მეტად ეშინიათ ძლიერი ნეგატიური ემოციების. მათ ეჩვენებათ, რომ ასეთი ემოციები იწვევს მიჯაჭვულობის გაქრობას. მაგრამ მიჯაჭვულობა მხოლოდ ნდობაა, რომ ჩვენს პარტნიორს შეიძლება არ მოეწონოს ჩვენი სიტყვები, მოქმედებები, ემოციები, მაგრამ ამავე დროს ეს არ გახდება საფრთხე ურთიერთობებისთვის. მთავარი კითხვაა: ჩემთან ხარ? მაშინაც კი, როცა ჩემზე გაბრაზებული ხარ, ისევ ჩემთან ხარ? გაუძლებ ჩემს ბრაზს, ჩემს სირცხვილს, ჩემს მწუხარებას, ჩემს ტკივილს თუ ჩემს სიხარულს? თუ ახლოს ხართ, რაც არ უნდა მოხდეს თქვენ შორის, გვექნებათ გამბედაობა, შეხედოთ ერთმანეთს და ისაუბროთ იმაზე, რაც რეალურად ხდება თქვენს ურთიერთობაში.