როგორ მოვამზადოთ ტაბასკოს სოუსი სახლის პირობებში - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ტაბასკოს სოუსი სახლის პირობებში

წიწაკა გარეცხეთ გამდინარე წყალში, მოაშორეთ ყუნწი თესლებთან და ტიხრებთან ერთად;

წიწაკა დაკეპეთ დანით, რაც შეიძლება წვრილად;

აადუღეთ ჭიქა წყალი და ჩაყარეთ მასში დაჭრილი წიწაკა;

დააყენეთ ნარევი დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ წყალი და დატოვეთ მხოლოდ 90 მლ;

გარეცხეთ პომიდორი, გახეხეთ და დაუმატეთ წიწაკას;

შემდეგ, დაუმატეთ ნიორი, ხახვი და კარგად დააბლენდერეთ;

ქვაბში გააცხელეთ ზეთი, დაასხით სოუსი და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. ადუღების შემდეგ სოუსს მუდმივად უნდა ურიოთ;

გამორთეთ ცეცხლი, მოაყარეთ მარილი, შაქარი, შავი პილპილი და დაჭრილი ოხრახუში, ყველაფერი კარგად აურიეთ;

გააჩერეთ სოუსი 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ.