როგორ დავრეგისტრირდეთ Steam-ზე
გადადით www.steampowered.com-ზე.
დააწკაპუნეთ ღილაკზე „შესვლა“ ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში.
დააწკაპუნეთ „შეუერთდით Steam-ს“.
შეიყვანეთ ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომლის გამოყენებაც გსურთ თქვენი Steam-ის ანგარიშისთვის. გაითვალისწინეთ, რომ Steam-ში შესვლისას თქვენ უნდა გქონდეთ წვდომა ამ ელ. ფოსტაზე, თქვენს ტელეფონში შესვლის დასადასტურებლად.
Steam-ი გამოგიგზავნით წერილს თქვენი ანგარიშის დასადასტურებლად. არ დახუროთ ბრაუზერის ფანჯარა!
შედით თქვენს ელ. ფოსტაზე და დააწკაპუნეთ ბმულზე თქვენი Steam-ის ანგარიშის დასადასტურებლად.
Steam-ი მიიღებს თქვენს დადასტურებას და გამოჩნდება ანგარიშის შესაქმნელი ფანჯარა, სადაც უნდა შეიყვანოთ მომხმარებლის სახელი და პაროლი.
ახლა თქვენ გაქვთ Steam-ის ანგარიში! გადადით პროფაილზე, გადაამოწმეთ თქვენი ანგარიშის დეტალები, პარამეტრები და ა.შ.
წყარო: und.edu