როგორ დავიცვათ ბავშვები სექსუალური ძალადობისგან - აუცილებლად ასწავლეთ შვილს ეს 4 რამ - rogor.ge

როგორ დავიცვათ ბავშვები სექსუალური ძალადობისგან - აუცილებლად ასწავლეთ შვილს ეს 4 რამ

საცვლები. არავის მისცეთ უფლება ნახოს თქვენი ბავშვის საცვალი მშობლების, ექიმებისა და ექთნების გარდა. ექიმმა ან ექთანმა სამედიცინო გამოკვლევის დროს უნდა ატაროს ფორმა და მათ ასევე სჭირდებათ ბავშვისა და ოჯახის თანხმობა.

დაიმახსოვრე, შენი სხეული მხოლოდ შენ გეკუთვნის. სხეული შენია, არავის აქვს უფლება შეგეხოს, ან დისკომფორტი შეგიქმნას. ბავშვებს უნდა ასწავლოთ, რომ მათი სხეული მათია და მას ვერავინ შეეხება ნებართვის გარეშე. ღია და პირდაპირი საუბრები ინტიმურ საკითხებზე ძალიან ახალგაზრდა ასაკში, სწორი სახელების გამოყენება სასქესო ორგანოებისა და სხეულის სხვა ინტიმურ ნაწილებზე დაეხმარება ბავშვს გაიგოს, რა არის დაშვებული, რომ გააკეთოს. ბავშვებს უფლება აქვთ უარი თქვან კოცნაზე ან შეხებაზე, თუნდაც იმ ადამიანისგან, რომელიც უყვართ. ბავშვებს უნდა ასწავლოთ "არას" თქმა დაუყოვნებლივ და მტკიცედ, შეუსაბამო ფიზიკური კონტაქტის გამო, რათა თავიდან აიცილოთ სახიფათო სიტუაციები და შეატყობინოთ რა მოხდა ამ ზრდასრულთან, ვინც სარგებლობს მათი ნდობით. მნიშვნელოვანია ხაზგასმით ისაუბროთ მანამ, სანამ ამას სერიოზულად არ მიიღებს. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ილუსტრაციები. "ამ ნახატში ხელი ყოველთვის სთხოვს კიკოს ნებართვას, სანამ მიუახლოვდება და შეეხება. ასეთ ნებართვას თავად კიკო აძლევს მას. როცა ხელს უნდა შეხება საცვლებზე, კიკო ამბობს - "არა!". მშობლებს ან მეურვეებს შეუძლიათ გამოიყენონეს ეპიზოდი, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებს აუხსნას, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ თქვან - "არა".

ბავშვს აქვს უფლება უარი თქვას ნებისმიერ ფიზიკურ კონტაქტზე ან შეხებაზე. თუ ეს იძულების წესით ხდება, აუცილებლად უნდა მოიშოროს ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის ოჯახის წევრებიც. ასწავლეთ კარგი შეხება და ცუდი შეხება. ბავშვები ყოველთვის არ განასხვავებენ შესაბამის და შეუსაბამო შეხებას. ახსენით ბავშვებს, როც ცუდია, თუ ვინმე მათ სასქესო ორგანოს ათვალიერებს ან ეხება, ან სთხოვს მას შეხედოს სხვა ადამიანის სასქესო ორგანოს, ან შეეხოს მას.

კარგი საიდუმლო - ცუდი საიდუმლო. ასწავლეთ ბავშვებს საიდუმლოების გაზიარება მშობლებთან. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების უმეტესობა არასდროს ეუბნება მშობლებს, თუ როგორ მოექცნენ მას. ასე რომ, წაახალისეთ, მოტივაცია მიეცით, რომ გაგიზიაროთ ყველაფერი, რაც ყოველდღიურად ხდება, თუნდაც ის, რაზედაც ფიქრობენ რომ არ არის სწორი. მოიპოვეთ მათი ნდობა, რომ თქვენ არ დაარტყამთ, არ უყვირით, არამედ მოუსმენთ მას და ერთად იპოვით გამოსავალს მისივე უსაფრთხოებისთვის.

წყარო: tipsmake.com