როგორ შევიცვალოთ სახელი/გვარი სახლიდან გაუსვლელად - rogor.ge

როგორ შევიცვალოთ სახელი/გვარი სახლიდან გაუსვლელად

ვის შეუძლია მოითხოვოს სახელის ან/და გვარის შეცვლა, გვარის დადგენა, გვარის კანონიერად აღიარება ონლაინ რეჟიმში?

დისტანციური მომსახურებით სახელის ან/და გვარის შეცვლის, გვარის დადგენის, გვარის კანონიერად აღიარების თაობაზე განცხადების წარდგენის უფლება აქვს 16 წელს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში (გარდა სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციისა) და 16 წლამდე არასრულწლოვნის, ასევე ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის კანონიერ წარმომადგენელს.

იმავდროულად აუცილებელია, რომ პირს ერთხელ მაინც ჰქონდეს მიღებული საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ან პასპორტი და მის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებობდეს სრულყოფილი ინფორმაცია.

რა შემთხვევაში შეიძლება სახელის ან/და გვარის შეცვლა, გვარის დადგენა, გვარის კანონიერად აღიარება?

  • სრულწლოვან პირს უფლება აქვს, საკუთარი სურვილისამებრ შეიცვალოს სახელი მხოლოდ ერთხელ.
  • პირს შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოსმშობელთა შეერთებული გვარი;პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარი მეოთხე თაობის (ბებიის/პაპის ბებია და პაპა) ჩათვლით;
  • საკუთარი და ზემოთ მითითებული პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი;ფაქტობრივი აღმზრდელის გვარიმშვილებლის გვარიქორწინებამდელი გვარი, თუ ქორწინების შეწყვეტისას პირს არ დაუბრუნებია ეს გვარი;
  • მამის გვარი მამობის დადგენისას;
  • ისტორიული გვარი;

სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი (თუ პირის დაბადების სამოქალაქო აქტი რეგისტრირებულია საქართველოში და სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ პირისთვის სხვა გვარის მინიჭების შემდეგ მან მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა) პირის პირადობის დამადასტურებელ ან სხვა დოკუმენტებში მითითებული გვარი, რომელიც არ შეესაბამება მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარს, შეიძლება აღიარებულ იქნეს კანონიერად, თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარზე დაბრუნება (პირადობის დამადასტურებელი ან სხვა დოკუმენტების მიღება) დაკავშირებულია არათანაბარზომიერ ხარჯებსა და ძალისხმევასთან. გვარის კანონიერად აღიარება დასაშვებია, თუ 2012 წლის 1 თებერვლამდე, პირი არანაკლებ 5 წლის განმავლობაში პირადობის დამადასტურებელ ან სხვა რაიმე ოფიციალურ დოკუმენტს ფლობდა გვარზე, რომელიც არ შეესაბამება მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარს.პირს, რომლის დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არ არის მითითებული გვარი, მისი სურვილისამებრ, შეიძლება დაუდგინდეს პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი, ან სხვა გვარი, რომლითაც იგი სარგებლობდა 2012 წლის 1 თებერვლამდე არანაკლებ 5 წლისა, რაც უნდა დასტურდებოდეს მის სახელზე შედგენილი დოკუმენტებითა და სხვა მტკიცებულებებით. აღნიშნულ საფუძველზე გვარის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში პირს შეიძლება დაუდგინდეს თავისი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის სახელისგან ნაწარმოები გვარი მისთვის სასურველი დაბოლოებით ან დაბოლოების გარეშე.

რა დოკუმენტები და ტექნიკური საშუალებებია საჭირო ონლაინ რეჟიმში სახელის ან/და გვარის შეცვლის, გვარის დადგენის, გვარის კანონიერად აღიარების თაობაზე განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენისას?

სახელის ან/და გვარის შეცვლის, გვარის დადგენის, გვარის კანონიერად აღიარების მსურველმა პირმა განცხადებას თან უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:

  • ცნობა/დოკუმენტი ჯანმრთელობის/ფიზიკური მდგომარეობის შესახებ;განმცხადებლის დაბადების მოწმობა (მოწმობის ასლი);
  • განმცხადებლის ქორწინების მოწმობა (მოწმობის ასლი) - თუ განმცხადებელი დაქორწინებულია;
  • განმცხადებლის არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობა (მოწმობები) - თუ განმცხადებელს ჰყავს არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი18 წლამდე არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლ(ებ)ის თანხმობა10 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვნის თანხმობაგვარის შეცვლის შემთხვევაში შესაბამისი საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)იფოტოსურათი, ზომით ¾

შენიშვნა: უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები საჭიროებს აპოსტილი/ლეგალიზაციის წესით დამოწმებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

დაგჭირდებათ ასევე ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.

ვის შეიძლება ეთქვას უარი სახელის ან/და გვარის შეცვლის, გვარის დადგენის, გვარის კანონიერად აღიარების თაობაზე?

სახელის ან/და გვარის შეცვლაზე, გვარის დადგენაზე, გვარის კანონიერად აღიარებზე უარის თქმის საფუძვლებია

სახელის შეცვლა დაუშვებელია, თუ განმცხადებელი სახელად ირჩევს ციფრებს, სასვენ ნიშნებს, გეომეტრიულ ფიგურებს, გრაფიკულ გამოსახულებებს, სიმბოლოებს, უცენზურო ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს ან მრავალწევრიან (ორზე მეტი სახელისაგან შემდგარ) სახელსმეუღლეთა ან მშობელთა გვარების შეერთება დაუშვებელია, თუ თუნდაც ერთ-ერთი მათგანის გვარი ორწევრიანია (ორმაგი გვარი)სახელისა და გვარის შეცვლა, გვარის კანონიერად აღიარება და გვარის დადგენა დაუშვებელია, თუ პირი ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში და იძებნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ.სახელის ან/და გვარის შეცვლა/გვარის დადგენა/გვარის კანონიერად აღიარება დაუშვებელია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობისას:

ა) განცხადება 16 წელს მიღწეული პირისათვის სახელის ან/და გვარის შეცვლაზე/გვარის დადგენაზე/გვარის კანონიერად აღიარებაზე არ არის წარდგენილი სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ , გარდა სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 671 მუხლის მე -7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) დაინტერესებული პირი დეპორტირებული ან რეადმისირებულია საქართველოში და დეპორტაციის/რეადმისიის განხორციელებიდან არ გასულა 5 წელი;

გ) დაინტერესებული პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ის იძებნება საქართველოს ან უცხო ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის (ინტერპოლის) მიერ, მოცემულ გარემოებათა აღმოფხვრამდე.

რა ვადაში განიხილება სახელის ან/და გვარის შეცვლის, გვარის დადგენის, გვარის კანონიერად აღიარების საკითხი და რა საფასურია დაწესებული მომსახურებისათვის?

საზღვარგარეთ მყოფი განმცხადებლის შემთხვევაში სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების, თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია ხორციელდება განცხადების წარდგენიდან მე-60 კალენდარულ დღეს და საფასური შეადგენს 455 ლარს.

საქართველოში მყოფი განმცხადებლის შემთხვევაში სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების, თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია ხორციელდება განცხადების წარდგენიდან მე-60 კალენდარულ დღეს და საფასური შეადგენს 75 ლარს. ისტორიული გვარის აღდგენა ხორციელდება მე-60 კალენდარულ დღეს და საფასური შეადგენს 390 ლარს.

როგორ შემიძლია მომსახურების საფასურის გადახდა?

მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული განცხადების რეგისტრაციის შემდეგ პლასტიკური ბარათის მეშვეობით ან საქართველოში ნებისმიერ ბანკში, ელექტრონული განცხადების ნომრისა და კოდის საშუალებით, ნაღდი ანგარიშსწორებით.

როგორ შემიძლია მივიღო დამზადებული სახელის ან/და გვარის შეცვლის, გვარის დადგენის, გვარის კანონიერად აღიარების მოწმობა?

სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა იქმნება ელექტრონული დოკუმენტის სახით. უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, კანონმდებლობით შესაბამისად დამოწმებული წესით, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ელექტრონული მოწმობა შეიძლება გაიცეს მატერიალური ასლის სახით, რომელსაც გააჩნია ელექტრონული მოწმობის თანაბარი იურიდიული ძალა. ამ მომსახურებით სარგებლობისას თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ელექტრონული მოწმობის ვებგვერდზე გამოქვეყნებასთან ერთად მისი მატერიალური ასლის მიღება. ამისათვის შეგიძლიათ აირჩიოთ ელექტრონული მოწმობის მატერიალური ასლის მიღების თქვენთვის სასურველი ფორმა: მიიღოთ ელექტრონული დოკუმენტის მატერიალური ასლი საფოსტო მომსახურებით, დაასახელოთ მის გატანაზე უფლებამოსილი პირი ან დამზადებული მოწმობა გაიტანოთ პირადად. პირველ შემთხვევაში მომსახურებას გთავაზობთ სამი გადამზიდავი კომპანია (DHL, შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემები“ FedEx-ის ლიცენზირებული წარმომადგენელი საქართველოში და „საქართველოს ფოსტა“), რომლებიც ქვეყნების მიხედვით მომსახურების სხვადასხვა ტარიფსა და დროს გთავაზობთ. თუ თქვენ აირჩევთ ელექტრონული მოწმობის მატერიალური ასლის მიღებას პირადად ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით, აქაც გეძლევათ საშუალება დოკუმენტის გაცემის ადგილად აირჩიოთ ნებისმიერი იუსტიციის სახლი, საზოგადოებრივი ცენტრი ან სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, რომელში გამოცხადებაც უფრო ხელსაყრელი იქნება თქვენთვის ან თქვენი უფლებამოსილი პირისთვის.

როგორ უნდა მივხვდე განაცხადი დარეგისტრირდა თუ არა?

განცხადების წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას მოქმედების წარმატებით შესრულების შესახებ, სადაც ასევე მითითებული იქნება თქვენი განცხადების ნომერი და კოდი, რომლითაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ თქვენი განცხადება და დაუკავშირდეთ ოპერატორს ვებკამერით.

შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განაცხადი მიღებულად ჩაითვლება განმცხადებლის მიერ დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომელთან ვიდეოზარით დაკავშირებისა და შესაბამისი ვიდეოჩანაწერის განხორციელების შემდეგ.

რა შემთხვევაში შეიძლება მეთქვას უარი სახელის ან/და გვარის შეცვლის, გვარის დადგენის, გვარის კანონიერად აღიარების თაობაზე ელექტრონული განცხადების წარდგენისას?

ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას, ასევე განმცხადებლის ვინაობასთან ან სახელის ან/და გვარის შეცვლისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ელექტრონული ფორმით განცხადების მიღებაზე.

წყარო: psh.gov.ge