როგორ დავისვენოთ გამოცდის შემდეგ - rogor.ge

როგორ დავისვენოთ გამოცდის შემდეგ

"გადაყარეთ" ყველა წიგნი და ნაშრომი. კარგი ის არის, რომ თქვენ არ გჭირდებათ ახლა ამაზე ფიქრი. კარგად დაისვენეთ სწავლისგან. ყოველი შემთხვევისთვის გადაინახეთ ყველაფერი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კვლავ დაგჭირდებათ გამოცდის ჩაბარება. გარდა ამისა, შეიძლება კარგი იდეა იყოს ისეთი ნივთების შენახვა, როგორიცაა საქაღალდეები ან კალმები. ეს დაზოგავს თქვენ ბიუჯეტს, თუ ამას ყოველწლიურად გააკეთებთ.

1-1671554322.jfif

არ იფიქროთ იმაზე, თუ როგორ ჩაიარა გამოცდამ, ან რა შედეგი იქნება. რაც იყო იყო, ნერვიულობა არ შეცვლის თქვენს ქულას. თუ ბევრს იშრომებდით დიდია ალბათობით ყველაფერი კარგად გააკეთეთ.

2-1671554336.jfif

დაისვენეთ. ნუ გრძნობთ თავს დამნაშავედ იმის გამო, რომ არ სწავლობთ. თავდაპირველად შეიძლება რთული იყოს სასწავლო "სარბენი ბილიკიდან" ჩამოხტომა, მაგრამ ნება მიეცით საკუთარ თავს რომ ეს გააკეთოთ. დაიძინეთ და ხშირად დაისვენეთ, თუ შეგიძლიათ.

3-1671554353.jfif

წაიკითხეთ სიამოვნებისთვის და არა სწავლისთვის. შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო წიგნები, კომიქსები, ჟურნალები და ნაშრომები, რომ კითხვისას ისიამოვნოთ. ამან უნდა გამოიწვიოს თქვენი დაინტერესებს და არა დაღლა. აიღეთ საკითხავი მასალა ადგილობრივი ბიბლიოთეკიდან. შეიძლება სახალისო იყოს მეგობრებთან ერთად წიგნის არჩევა.

4-1671554368.jfif

წადით წვეულებებზე. ამისათვის საჭიროა იყოთ ენერგიულად, მაგრამ წვეულებები ასევე დაგეხმარებათ უფრო აღელვებულად და ფხიზლად იგრძნოთ თავი. მოიწვიეთ მეგობრები და მოაწყვეთ საკუთარი წვეულება, ან წადით სხვა წვეულებებზე, რომელთა შესახებაც იცით. მეგობრებთან ერთად კარგი დროის გატარება დაგეხმარებათ გამოცდების სტრესისა და დაძაბულობის მოხსნაში.

5-1671554391.jfif

წყარო: wikihow.com