5 გზა, რომ გადალახოთ ღალატი და დაიწყოთ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან - rogor.ge

5 გზა, რომ გადალახოთ ღალატი და დაიწყოთ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან

ნუ ცდილობთ აჩვენოთ, რომ ღალატი არ ყოფილა. ცნობიერება არის პირველი ნაბიჯი განკურნებისკენ. ისწავლეთ ცხოვლება ტკივილთან ერთად, ნუ დაემალებით მას.

ურთიერთობები აღარასოდეს იქნება იგივე. მოილაპარაკეთ და გადაწყვიტეთ, რა უნდა გააკეთოთ (და რა არა), რათა გააგრძელოთ თანაცხოვრება. რაც მთავარია, არ ააშენოთ მომავალი პარტნიორის დანაშაულის გრძნობაზე.

შეცვალეთ გარეგნობა. ტრანსფორმაციამ შეიძლება დადებითად იმოქმედოს თქვენს ემოციურ ფონზე და პარტნიორს ახალ საწყის წერტილს მისცემს. მთავარია არ გადააჭარბოთ.

გადალახეთ ტკივილი. განცდილმა ფსიქოლოგიურმა ტრავმამ შეიძლება გამოიწვიოს შფოთვების გაზრდა, ჰიპერმგრძნობელობა და პანიკის შეტევებიც კი. ნუ უგულებელყოფთ ამ სიმპტომებს, დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტს.

ერთად მომავალში. დაისახეთ ახალი საერთო მიზნები. ეს გაზრდის თქვენი წარმატების შანსებს. ვინ იცის, იქნებ უფრო ბედნიერი გახდეთ.