როგორ მოვამზადოთ ოთახის მცენარეები ზამთრისთვის - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ოთახის მცენარეები ზამთრისთვის

შეამოწმეთ პარაზიტებზე

თუ ზაფხულში მცენარე აივანზე გქონდათ, სახლში შეტანის შემდეგ აუცილებლად კარგად უნდა დაათვალიეროთ და დარწმუნდეთ, რომ პარაზიტები არ ჰყავს. თუ რაიმე საეჭვო შენიშნეთ, აუცილებლად უნდა ჩაუტაროთ შესაბამისი პროცედურები.

შეამცირეთ მორწყვა

მცენარეების უმეტესობა დათვს მოგაგონებთ, იკლებს თუ არა ტემპერატურა გარეთ და აცივდება თუ არა, მცენარეები იძინებენ, ზრდის და ნივთიერებათა ცვლის პროცესი შენელებულია. მცენარე ინტენსიურ მორწყვას აღარ საჭიროებს. წყალი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუსხით, თუ ნახავთ, რომ ნიადაგი გამომშრალი აქვს, წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, რომ მცენარემ სტრესი არ განიცადოს.

ყვავილებს ადგილი შეუცვალეთ

ზამთარში მზე ნაკლებად ანათებს. თუ ოთახის მცენარეებს შეატყვეთ, რომ ფოთლები გაუყვითლდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას მზის სხივები აკლია, ამიტომ შეეცადეთ შეუცვალოთ ადგილი და ისეთ ადგილზე მოათავსოთ, სადაც მზე უკეთ მოადგება. წაიკითხეთ ვრცლად