როგორ ვუთხრათ ბავშვებს, რომ სანტა არ არსებობს - rogor.ge

როგორ ვუთხრათ ბავშვებს, რომ სანტა არ არსებობს

იყავით გულწრფელი. როცა თქვენი შვილი გეკითხებათ, სანტა ნამდვილია თუ არა, უნდა უპასუხოთ გულწრფელად. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ სიმართლე შეულამაზებლად უნდა უთხრათ. უბრალოდ აუხსენით თქვენს შვილს, რომ საჩუქრებს ყიდულობს დედა და მამა, და რომ თქვენ ოჯახურად იზიარებთ შობის ჯადოქრობას სიხარულის გავრცელებით. აცნობეთ მას, რომ სანტა შობის მაგიაა. ის როგორც ფიზიკური პიროვნება არ არსებობს, მაგრამ მისი სული ცოცხლობს იმ ტრადიციებით, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ხორციელდებოდა, წმინდა ნიკოლოზის დროიდან. უამბეთ მას სანტა კლაუსის ნამდვილი ისტორია.

rogor-1670481356.jpg

სანტას რწმენა ეტაპობრივად მოდის. ზოგიერთ მშობელს უადვილდება შვილებს აუხნას, რომ მათი რწმენა სანტას მიმართ ცხოვრების ეტაპებს ჰგავს. როცა პატარა ხარ, მთელი გულით გჯერა. როცა იზრდები, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ მის არსებობას და როცა სრულად გაიზრდები, თავად ხდები სანტა, საჩუქრების გაცემითა და საქველმოქმედო საქმიანობით.

დაეხმარეთ თქვენს შვილს, რომ გახდეს სანტა ოჯახის წევრებისთვის და პატარა და-ძმებისთვის. დაეხმარეთ მად საჩუქრების შეფუთვაში, მოამზადებინეთ ნამცხვრები და დაეხმარეთ სხვა ოჯახური ტრადიციების შესრულებაში, რომელიც შეიძლება ჰქონდეს თქვენს ოჯახს.

არ შეწყვიტოთ რწმენა. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვგარეშეა ერთ მშვენიერ დღეს თქვენი შვილი მიხვდება, რომ სანტა არ არის ნამდვილი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ თოვლის ბაბუის ტრადიციები. განაგრძეთ ტრადიციების რწმენა. არასოდეს განიხილოთ იდეა, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს. მას შემდეგ, რაც თქვენი შვილი გაიგებს, რომ არ არსებობს ნამდვილი მფრინავი ირემი, ან მამაკაცი დიდ წითელ კოსტუმში, რომელიც ბუხრიდან ჩამოდის, მშობლების მოვალეობაა შეახსენოს შვილს, რომ არ უთხრას სხვა ბავშვებს, ან მათ და-ძმებს.

როგორ გაუმკლავდება მშობელი სანტას არსებობის განხილვას, ეს მათზეა დამოკიდებული. როგორც მშობელი, თქვენ ყველაზე კარგად იცნობთ თქვენს შვილს და ყველაზე კარგად შეგიძლიათ შეაფასოთ, როგორი რეაქცია ექნება მას დისკუსიაზე. შეგიძლიათ გააგრძელოთ საშობაო ჯადოქრობა სანტას სულით თქვენს გულებსა და სახლში.

წყარო: dailymom.com