როგორ გამოვიყენოთ ბანკომატი სწორად, მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის - rogor.ge

როგორ გამოვიყენოთ ბანკომატი სწორად, მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის

ყოველთვის დააკვირდით ბანკომატის ირგვლივ არსებულ გარემოს. არ გამოიყენოთ ბანკომატი, თუ შენიშნავთ საეჭვო გარემოებას ან/და პირებს;

ბანკომატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ ბანკომატის სპეციალური გარე განათების საშუალებები ცუდად ანათებს;

ასევე არ გამოიყენოთ ის ბანკომატები, რომლებიც გამოიყურება უჩვეულოდ (ბანკომატს მიმარგერული აქვს რაიმე სახის უჩვეული/არასტანდარტული მოწყობილობა)

ბანკომატის გამოყენებისას, ყოველთვის დადექით ბანკომატის კლავიატურის წინ ისე, რომ მესამე პირების თვალთახედვის არეში ვერ მოხვდეს თქვენი ბარათის PIN-კოდის შეყვანის ქმედება;

ბანკომატზე, ბარათის PIN-კოდის შეყვანისას, ნუ მისცემთ მესამე პირებს საშუალებას, რომ თქვენი ზურგიდან დაინახონ ბანკომატზე თქვენს მიერ აკრეფილი PIN-კოდი. ყოველთვის დაიმახსოვრეთ თქვენი PIN-კოდი და არასდროს არ დაწეროთ თქვენი ბარათის PIN-კოდი, ბარათის უკანა მხარეს;

იმ შემთხვევაში თუ, ბანკომატის გამოყენებით უნდა შეასრულოთ რამოდენიმე ოპერაცია, რეკომენდებულია, რომ თანხის განაღდების ოპერაცია შეასრულოთ ყველაზე ბოლოს;

ბანკომატის გამოყენების დასრულებისას, ყოველთვის დარწმუნდით, რომ:

თქვენი ბარათი და თანხა (თანხის განაღდების ოპერაციის შესრულებისას) თქვენ გაქვთ;

ნამდვილად დაასრულეთ თქვენს მიერ შესრულებული ოპერაცია. მაგალითად, თუ ბანკომატის ეკრანზე გამოვიდა შეტყობინება ,,გნებავთ სხვა ტრანზაქცია,, კლავიატურაზე ღილაკი „გაუქმება" -ს გამოყენებით დაასრულეთ ოპერაცია ან ეკრანზე განთავსებული გვერდითა ფუნქციონალური ღილაკი „არა" -ს გამოყენებით დაასრულეთ ოპერაცია.

ბანკომატთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენისას ან კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით კონკრეტულ ბანკს ცხელ ხაზზე.

თუ ბანკომატი, რომელმაც ფული "ჩაყლაპა", უშუალოდ ბანკის ტერიტორიაზე იმყოფება, დასახმარებლად მიმართეთ მის თანამშრომლებს. ხოლო თუ ბარათი, რომლითაც სარგებობთ და ბანკომატი სხვადასხვა ბანკებს ეკუთვნის, დასახმარებლად უნდა მიმართოთ იმ ბანკს, რომლის კუთვნილებაც არის ბანკომატი.

წყარო:tbcbank.ge