როგორ ავიღოთ პირადობის ელექტრონული მოწმობა - rogor.ge

როგორ ავიღოთ პირადობის ელექტრონული მოწმობა

სად არის შესაძლებელი პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღება?

პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს

  • იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს;
  • სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს;
  • საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას.

პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღებისთვის დაინტერესებულმა პირმა უფლებამოსილ სამსახურში უნდა წარადგინოს:

  • დადგენილი ფორმის განცხადება;
  • ბიომეტრიული ფოტოსურათი;
  • დაბადების მოწმობა;
  • მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ვის შეიძლება გადაეცეს დამზადებული პირადობის ელექტრონული მოწმობა?

დამზადებული პირადობის ელექტრონული მოწმობა გადაეცემა:

  • პირადობის მოწმობის მფლობელ სრულწლოვან პირს;
  • 14 წლის ასაკს მიღწულ პირადობის მოწმობის მფლობელ არასრულწლოვან პირს;
  • არასრულწლოვანი პირის (18 წლამდე) კანონიერ წარმომადგენელს, გარდა 16-დან 18 წლამდე ასაკის რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირისა;
  • მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს;
  • მხარდაჭერის მიმღები პირის მხარდამჭერს;

პირადობის ელექტრონული მოწმობის საფასური:

  • მომსახურეობის ვადასაფასური მე-10 სამუშაო დღეს 60 ლარი
  • მე-5 სამუშაო დღეს 80 ლარი
  • მე-3 სამუშაო დღეს 100 ლარი
  • 24 საათში120 ლარი

რა შეღავათები მოქმედებს პირადობის ელექტრონული მოწმობის აღებისას?

პირადობის ელექტრონული მოწმობის საფასურის გადახდისას შეღავათით სარგებლობენ ან საფასურის გადახდისაგან სრულად თავისუფლდებიან:

  • სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001–ს ;
  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები - სრულად;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები ;
  • პირები, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ;

ასევე, სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით, პირადობის ელექტრონული მოწმობის აღნიშნული სტატუსით პირველად აღების შემთხვევაში თავისუფლდებიან განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან – 10 ლარით, ხელმეორედ 6 ლარით, ხოლო ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან - სრულად;სტუდენტები, სტუდენტური მონაცემით პირადობის ელექტრონული მოწმობის განმეორებით მიღების დროს - 10% - ით.პირები, რომლებზეც შესაძლებელია გაიცეს პირადობის მოწმობა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით დაწესებული მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდებიან 50%.

წყარო: psh.gov.ge/