როგორ მოვიქცეთ მოყინვის შემთხვევაში
რა სიმპტომები ახასიათებს მოყინვას:
- მგრძნობელობის დაკარგვა დაზიანებულ არეზე;შესიება;
 - კანი არის ცივი და ფერი შეცვლილი (წითელი, თეთრი, ყვითელი და ლურჯიც კი).
 - მძიმე შემთხვევებში კი კანის ხდება შავი, რაც ქსოვილების ღრმა დაზიანების ნიშანია
 
როგორ მოვიქცეთ მოყინვის დროს:
რაც შეიძლება სწრაფად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება
- სასწრაფო დახმარების მოსვლამდე მოაშორეთ დაზარალებულს სველი ტანსაცმელი დაზიანებული არიდან;
 - არ გახეხოთ მოყინული არე - ეს იწვევს რბილი ქსოვილების შემდგომ დაზიანებას;
 - არ ეცადოთ გაათბოთ მოყინული არე თუ მისი ხელახალი გაყინვის შანსი არსებობს;
 - მცირე მოყინვის შემთხვევაში სწრაფად გაათბეთ დაზიანებული ნაწილი კანის კანთან კონტაქტით მაგალითად თბილი ხელებით;
 - უფრო სერიოზული დაზიანების დროს დაასველეთ დაზიანებული არე თბილ წყალში;მოათავსეთ მოყინული ნაწილი თბილ წყალში სანამ არ დაუბრუნდება ნორმალური შეფერილობა;
 - ფართოდ შეახვიეთ სტერილური მშრალი სახვევით;
 - თუ თითებია მოყინული მათ შორის მოათავსეთ ბამბა ან დოლბანდის ქსოვილი
 
ჰიპოთერმია
ჰიპოთერმიის დროს მთელი სხეული გადაციებულია, ვინაიდან სხეულს არარ აქვს სითბოს შენარჩუნების უნარი. განაგრძეთ კითხვა