როგორ დავიცვათ ვაშლის დეტოქს-დიეტა - rogor.ge

როგორ დავიცვათ ვაშლის დეტოქს-დიეტა

ვაშლი საოცრად ჯანსაღი და ასევე, ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი საკვებია. ვაშლის დიეტის ბევრი ვარიაცია არსებობს. ის სავსეა საკვები ნივთიერებებითა და ვიტამინებით. კერძოდ, ვაშლი შეიცავს ვიტამინებს B, E, PP, E, ასევე ისეთ მინერალებს, როგორებიცაა კალიუმი, რკინა, მანგანუმი, კაროტინი, პექტინები, კალციუმი და სხვა. გარდა ამისა, ნებისმიერი ჯიშის ვაშლი შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც არა მარტო ეწინააღმდეგება უჯრედების დაბერებას, არამედ იცავს ფილტვებს მავნე ეკოლოგიისა და თამბაქოს კვამლისგან. ვაშლი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ხოლო პოლიფენოლები და ფლავონოიდები ებრძვიან სიმსივნეებს. ვაშლი ხელს უწყობს ნაწლავების ნორმალიზებას და აღადგენს მასში მიკროფლორას.

კლასიკური დიეტის ერთი დღე ვაშლზე მოიცავს მხოლოდ ორ ინგრედიენტს - ვაშლს და მინერალურ წყალს.

საშუალოდ, დღეში 2 კგ ვაშლი უნდა მიირთვათ და დღის განმავლობაში ის უნდა გაყოთ 6 თანაბარ ნაწილად, რომლებიც უნდა მიირთვათ რეგულარული ინტერვალებით. ასევე, დღეში უნდა დალიოთ მინიმუმ 2 ლიტრი მინერალური წყალი გაზის გარეშე, თუმცა წყალი შეიძლება შეიცვალოს მწვანე ჩაით, მაგრამ შაქრის გარეშე. განაგრძეთ კითხვა