9 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ სამუდამოდ დაემშვიდობოთ მაკიაჟს - rogor.ge

9 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ სამუდამოდ დაემშვიდობოთ მაკიაჟს

გვირილის ჩაი გლუვი კანისთვის

გვირილის ჩაი კარგია იმისთვის, რომ თქვენს კანს ჯანსაღი ბზინვარება მიანიჭოს. როგორ გამოიყენება? შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი ცხელ წყალს. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ შეურიეთ მცირე რაოდენობით თაფლი. დალიეთ ნარევი დილით დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, რათა დაინახოთ შედეგები თქვენს კანზე.

1-1669536535.jpg

გრძელი წამწამები

წაისვით წამწამებზე ნატურალური ზეთი და ისინი უფრო გრძელი იქნება ტუშის გამოყენების გარეშე. შემადგენლობა: სეზამი, ნუში და ვიტამინი E. საუკეთესო შედეგისთვის დაიტოვეთ ზეთი წამწამებზე ღამით და დილით ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.

გაყოფილი ბოლოები

თუ ბოლოები გაყოფილი გაქვთ, მოამზადეთ ნიღაბი კვერცხის გულითა და იოგურტით, წაისვით თმაზე, რათა ისევ ჯანსაღი გახადოთ. ასევე, დაამატეთ მცირე რაოდენობით ავოკადოს ზეთი და ქოქოსის ზეთი კვერცხის გულს, რათა თმას ჯანსაღი ბზინვარება მისცეს. როგორც კი ყველა ინგრედიენტს ერთმანეთში აურევთ, ნიღაბი გაიჩერეთ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მბზინავი თმა

ბანანი შეურიეთ ზეითუნის ზეთს და დააბლენდერეთ. ასევე, დაამატეთ მცირე რაოდენობით თაფლი და იოგურტი. მას შემდეგ, რაც თმაზე წაისვამთ, დაიხურეთ ქუდი, რომ სკალპი თბილი იყოს, რადგან ეს უკეთეს შედეგს გამოიღებს. დაიბანეთ თმა ჩვეულებრივად დაახლოებით 30 წუთის შემდეგ.

კანის აქერცვლა

თუ თქვენი კანი ზედმეტად მშრალია, გააკეთეთ ლოსიონი ალოეს წვენის, ადუღებული წყლისა და ალკოჰოლის გამოყენებით. მიღებული ნაზავი წაისვით სახეზე დღეში ერთხელ და გაიჩერეთ კანზე მინიმუმ 10 წუთით, სანამ ჩამოიბანთ ნელთბილი წყლით.

2-62-1669536578.jpg

მდგრადი ფრჩხილები

მოერიდეთ ზედმეტი ფრჩხილის ლაქისა და ქიმიკატების გამოყენებას თქვენი ფრჩხილების გაჯანსაღებისთვის. ამის ნაცვლად, დაასველეთ თითები ლიმონის წვენში. გამოიყენეთ ახალი ლიმონის წვენი და არა ის, რომელიც ბოთლშია. 15 წუთის შემდეგ ხელები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მოიშორეთ შავი წერტილები

გააკეთეთ ლიმონისა და იოგურტის ნიღაბი. ის დაგეხმარებათ კანის ღრმად გაწმენდაში და ეფექტურად ებრძვის შავ წერტილებს.

ინგრედიენტები:

  • 1/2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • 2 სუფრის კოვზი იოგურტი

გამოყენება: შეუთავსეთ ინგრედიენტები პასტის სახით და დატოვეთ კანზე 20 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ, ამოიღეთ თბილი წყლით და გაიმეორეთ კვირაში ერთხელ მაინც, სანამ მიზანს არ მიაღწევთ.

დახეთქილი ტუჩები

გააკეთეთ სტაფილოს წვენისა და არაჟნის ნაზავი, ეს მათ გლუვს გახდის.

2-1669536609.jpg

მიიღეთ მბზინავი კანი ამ საოცარი სკრაბით

ინგრედიენტები:

  • 1 ნაჭერი პომიდორი
  • 1/4 ჩაის კოვზი შაქარი

გამოყენება: პომიდვრის ნაჭერს დაასხით შაქარი, შემდეგ წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახეზე, გააჩერეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ. ეს სკრაბი აღადგენს თქვენს კანს და ამავდროულად ამოიღებს მკვდარ უჯრედებს. შეგიძლიათ გაიმეოროთ ეს პროცედურა კვირაში 3-დან 4-ჯერ.

წყარო: sharingideas.me