როგორ მიხვდეთ, რომ ორგანიზმი ჭარბი რაოდენობით მარილს იღებს - 4 ნიშანი - rogor.ge

როგორ მიხვდეთ, რომ ორგანიზმი ჭარბი რაოდენობით მარილს იღებს - 4 ნიშანი

ხშირი თავის ტკივილი. კვლევების თანახმად დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ 3500 მგ-მდე ნატრიუმს დღეში, 30%-ით უფრო ხშირად განიცდიან თავის ტკივილს.

მუდმივი წყურვილი. დიდი რაოდენობით მარილიანი საკვების მიღებისას აუცილებელია ორგანიზმმა მიიღოს საკმარისი წყალი, რადგან ეს ხელს უწყობს ორივეს დონის დაბალანსებას. სწორედ ამიტომ, როგორც კი რაიმე მარილიანს მიირთმევთ, წყურვილს გრძნობთ, რადგან ტვინი მაშინვე აგზავნის სიგნალს, რომ ორგანიზმს სჭირდება დატენიანება.

2-1669285149.jpg

კონცენტრაციის ნაკლებობა. მარილის ჭარბი მოხმარებისას ტვინი დეჰიდრატირებულია, რაც იწვევს მის არასათანადო მუშაობას.

გახშირებული შარდვა. ისევე, როგორც ბევრი წყლის დალევა იწვევს ხშირ შარდვას, ასევე მარილის ჭარბი მოხმარებაც იმავე ეფექტს ახდენს, რადგან თირკმელებმა დაგროვილი ნატრიუმის ნარჩენების გასასუფთავებლად ზედმეტად ბევრი უნდა იმუშაონ. მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზმში ნატრიუმის დონის შესამცირებლად იკვებოთ დიეტურად, რომელიც გულისხმობს უამრავ ხილსა და ბოსტნეულს, ასევე დალიოთ ბევრი წყალი მთელი დღის განმავლობაში. გახსოვდეთ, რომ არსებობს ჯანსაღი საკვები, რომელიც ბუნებრივად მარილიანია, როგორიცაა თევზი და ზღვის სხვა პროდუქტები, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად მიირთვათ მარილიანი და ჯანსაღი საკვები.

წყარო: sharingideas.me