როგორ გავიკეთოთ ბენდენა
გაისწორეთ თმა. სანამ ბანდანას გაიკეთებთ, თმა ისე შეისწორეთ, როგორც გსურთ, რომ თავსაბურავის ქვეშ გამოიყურებოდეს. თმის შემდგომმა მოწესრიგებამ შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი.
გადაკეცეთ ბენდენა. დადეთ თქვენი ბენდენა მყარ ზედაპირზე. გადაკეცეთ დაახლოებით 5სმ ნამატებით. განაგრძეთ დაკეცვა მანამ, სანამ ბენდენა არ გახდება ერთი გრძელი ზოლი.
შეასხურეთ თავსაბურავს თმის ლაქი. იმისთვის, რომ თავსაბურავს ფორმა შეუნარჩუნდეს, შეასხურეთ თმის ლაქი თავსაბურავის შუა ნაწილიდან ბოლოებისკენ.
გაიკეთეთ ბენდენა. გაიკეთეთ ბენდენა თმის ხაზთან ან მის მახლობლად, იმისდა მიხედვით, გსურთ თუ არა თმის გამოჩენა. დაიჭირეთ ბენდენას ბოლოები, ჩამოიწიეთ თმების ქვეშ და შეიკარით ისინი კისრის ძირში.
დაამაგრეთ თავსაბურავი. თავსაბურავის შესანარჩუნებლად, დაამაგრეთ იგი ქინძისთავებით. მიამაგრეთ თქვენი ბენდენა ყურების უკან, ან თავის უკან.
წყარო: wikihow.com