როგორ გაიგოთ რა გელით 22-დან 28 ნოემბრამდე, ტაროს პროგნოზით - rogor.ge

როგორ გაიგოთ რა გელით 22-დან 28 ნოემბრამდე, ტაროს პროგნოზით

ვერძი - 8 თასი

taro1-1669119225.jpg

დიდი ალბათობით, საბოლოოდ გამოხვალთ იმ სიტუაციიდან, რომელმაც უკვე დიდი ხანია შეწყვიტა განვითარება, დატოვებთ ჭაობს, რომელიც იმდენად ნაცნობია, რომ უკვე კომფორტული გეჩვენებათ. იმ პოზიციის უხერხულობა და უარყოფითი მხარეც კი, რომელშიც ახლა იმყოფებით, უმნიშვნელოდ ჩანდა. ასე რომ, დროა მყარ ნიადაგზე დადგეთ და წახვიდეთ წინ.

კურო - 7 კვერთხი

taro2-1669119306.jpg

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სიტუაცია აიძულებს ითანამშრომლო მათთანაც კი, ვინც ჩვეულებრივ გეწინააღმდეგება - კონკურენტებთან სამსახურში; მეზობლებთან, რომლებსაც, როგორც წესი, არ გეთანხმები; კოლეგებთან, რომლებიც განსაკუთრებით არ არიან შენდამი მეგობრული. მაგრამ ფორსმაჟორულ პირობებში გაქცევა არ არის გამოსავალი. მოემზადეთ იმისთვის, რომ იყოთ მხოლოდ თავშეკავებული და კომპეტენტური.

ტყუპები - 6 პენტაკლი

taro3-1669119426.jpg

იყავით თანაბრად მზად გაუწიოთ და მიიღოთ წმინდა მატერიალური დახმარება. თუ ფულს ელოდებით - პრიზს, გრანტს, დიდი ალბათობით მიიღებთ; თუ ვინმეს სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება გჭირდებათ, გააკეთეთ ეს და მაშინ, თქვენ თვითონ იქნებით მატერიალური თვალსაზრისით უსაფრთხოდ.

კირჩხიბი - თასების დედოფალი

taro4-1669119504.jpg

ასეთ პრობლემურ და რთულ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ემოციების გაზიარება და სხვებისთვისაც ამ შესაძლებლობის მიცემა. ასე რომ, იცინე, როცა ბედნიერი ხარ, იტირე, როცა მოწყენილი ხარ, ანუგეშე, როცა ვინმე საწიროებს და გაუზიარე სიხარული სხვებს. ნუ დაიტოვებთ ემოციებს გულში, გაიზიარეთ სხვების ემოციებიც.

ლომი - სამყარო

taro5-1669119722.jpg

ამ დღეებში თქვენს ცხოვრებაში დასრულდება ის, რაც დიდხანს გაგრძელდა და გამორჩეული ადგილი დაიკავა. პროექტი ბედნიერად დასრულდება, მოგვარდება ურთიერთობები, გაფორმდება კონტრაქტები, ახლობლები დაბრუნდებიან მოგზაურობებიდან. კარგია თუ ცუდი - ყველაფერი დასრულდება. და შესაძლებელი იქნება ახალი გზებისა და საქმეების დაწყება.

ქალწული - ჯადოქარი

taro6-1669119794.jpg

დროა აიღოთ ინიციატივა, გამოიყენოთ მთელი თქვენი კრეატიულობა და შემოქმედებითობა, მოიფიქროთ რაიმე ახალი და დაიწყოთ მისი აქტიური განვითარება და პოპულარიზაცია - და სხვები გამოგყვებიან თქვენი ენთუზიაზმითა და ქარიზმით დაპყრობილნი.

სასწორი - პენტაკლის რაინდი

taro7-1669119893.jpg

შენ კი მშვიდად იჯექი, ნუ ნერვიულობ - იქ, სადაც ახლა ხარ, საუკეთესო ადგილია შენთვის არსებულ სიტუაციაში. უბრალოდ გააკეთე ის, რაც უნდა გააკეთო და არ ინერვიულო ცვლილებებზე, ახლა მას მხოლოდ ყველაფრის განადგურება შეუძლია.

მორიელი - 4 თასი

taro8-1669119985.jpg

არის დღეები, როცა ყველაფერმა დაგღალა და არაფერი გინდა, თუნდაც ის, რაც ბოლო დრომდე ასე იყო სასურველი. ზიხარ და დუნედ ფიქრობ - რატომ? მერწმუნეთ, მიზეზი არსებობს და მალე ეს განწყობები გაივლის.

მშვილდოსანი - 9 კვერთხი

taro9-1669120066.jpg

ამ დღეებში განმარტოვდით, არავინ მოუშვათ ახლოს, კარი მყარად დაკეტეთ. ის, რაც შენს შიგნით და შენს სახლშია, მეტისმეტად ღირებულია, არ არის აუცილებელი, რომ უცნობმა ადამიანმა იცოდეს და დაინახოს. და რაც უფრო მაღალია თქვენი ღობეები, მით უფრო საინტერესო ხართ სხვებისთვის.

თხის რქა - 5 პენტაკლი

taro10-1669120182.jpg

ამ დღეებში დაზოგეთ, დათვალეთ, ნუ დახარჯავთ ზედმეტს და ნუ გააკეთებთ სპონტანურ შესყიდვებს - გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფინანსები იქნება ხელმომჭირნედ, მით უმეტეს, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ საყვარელი ადამიანების კეთილდღეობაზეც.

მერწყული - იეროფანტი

taro11-1669120262.jpg

ამ დღეებში ისწავლეთ, დაეუფლეთ თაობების მიერ დაგროვილ ცოდნას, ჰკითხეთ რჩევა მათ, ვინც ადრე დაიწყო და მეტი იცის. და მაინც - თუ ძნელია, სთხოვეთ დახმარება უმაღლეს ძალებს ახლა ისინი მოგისმენენ.

თევზი - 8 კვერთხი

taro11-1669120320.jpg

თქვენ გაიგებთ მნიშვნელოვან ამბებს. პროცესები მიმდინარეობს სწორი სიჩქარით, ჩარევა ახლა არასაჭიროა და შეიძლება მხოლოდ ზიანი მიგაყენოთ. მიჰყევით დინებას , გააკეთეთ ის, რაც საჭიროა სიტუაციისთვის, დანარჩენი კი თავისთავად მოგვარდება.