როგორ შევუნარჩუნოთ თირკმელს ჯანმრთელობა - rogor.ge

როგორ შევუნარჩუნოთ თირკმელს ჯანმრთელობა

ჯანსაღი კვება - თირკმლისთვის განსაკუთრებით მავნეა ცხიმი, მარილი და შაქარი. ამ ელემენტებით დატვირთული პროდუქტის ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარება, დროთა განმავლობაში იწვევს მაღალი არტერიული წნევის ჩამოყალიბებას, ზრდის დიაბეტის განვითარების რისკს, რაც თავის მხრივ უარყოფით გავლენას ახდენს თირკმლის ფუნქციებზე;

წყალი - ხელს უწყობს თირკმლიდან ტოქსინების გამოდევნას, ხელს უშლის თირკმელში კენჭების წარმოქმნას. მცირე დეჰიდრატაციამაც კი შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები. რეკომენდებულია დღეში 4 -6 ჭიქამდე წყლის მიღება. ცხელ ამინდში კი მისი რაოდენობა უნდა გაიზარდოს;

ვარჯიში - ფიზიკური აქტივობა ხელს უშლის ისეთი დაავადებების განვითარებას, რომლებიც აზიანებს თირკმლის ფუნქციებს (დიაბეტი და გულის დაავადებები). სასურველია 30-60 წუთი ვარჯიში. თუმცა ფიზიკური აქტივობა არ უნდა იყოს ზედმეტად დამღლელი და დატვირთული;

თირკმლის რეგულარული შემოწმება - რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში(დიაბეტი, გულ-სისხლსძარღვთა დაავადებები), აუცილებელია თირკმლის რეგულარული გამოკვლევა. ეს ხელს უწყობს დარღვევების ადრეულ გამოვლენასა და მკურნალობის დროულად დაწყებას;

ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა - ალკოჰოლმა შეიძლება გამოიწვიოს წონის მატება, ორგანიზმის დეჰიდრატაცია, ღვიძლის დაავადებები რაც დამატები სტრესია თირკმლისთვის;

მოწევის შეწყვეტა - სიგარეტის მოხმარება ზრდის თირკმლის კიბოს განვითარების რისკს, ასევე აზიანებს სისხლძარღვებს

წყარო: mkurnali.ge