როგორ მოამზადოთ სტაფილოს კექსი სწრაფად - ყველაფერი შეურიეთ და მზადაა! - rogor.ge

როგორ მოამზადოთ სტაფილოს კექსი სწრაფად - ყველაფერი შეურიეთ და მზადაა!

ღრმა თასში ჩაყარეთ შაქარი, ვანილის შაქარი და მცენარეული ზეთი. აურიეთ ყველაფერი სათქვეფით.

rogor-1669020293.jpg

დაუმატეთ კვერცხები სათითაოდ. მოურიეთ სათქვეფით, ან სილიკონის სპატულით (შეგიძლიათ გამოიყენოთ სუფრის კოვზიც კი). მიქსერი არ გამოიყენოთ.

ცალკე თასში აურიეთ ფქვილი, სოდა, გამაფხვიერებელი და დარიჩინი. ნაზად დაამატეთ მშრალი ინგრედიენტები სველ ინგრედიენტებს. აურიეთ სათქვეფით.

სტაფილო გახეხეთ, თხილი დანით წვრილად დაჭერით. ცომში დაამატეთ სტაფილო (წვენი არ გამოწუროთ) და თხილი, აურიეთ.

rogor-1669020362.jpg

ცომი ჩაასხით პერგამენტით დაფარულ საცხობ ფორმაში. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 35 წუთის განმავლობაში, სანამ მზად არ იქნება. მზადყოფნა შეამოწმეთ ხის ჩხირით.

rogor-1669020400.jpg

კრემის მოსამზადებლად ხაჭო შეურიეთ შაქრის ფხვნილს. მიღებული კრემი წაუსვით გაციებულ ნამცხვარს.

rogor-1669020502.jpg

გემრიელად მიირთვით!