როგორ გავაუმჯობესოთ სექსუალური ურთიერთობა პარტნიორთან - rogor.ge

როგორ გავაუმჯობესოთ სექსუალური ურთიერთობა პარტნიორთან

მიზეზები, რის გამოც ადამიანები ფიქრობენ, რომ სექსი მნიშვნელოვანია:

  • გრძნობთ სიახლოვეს თქვენს პარტნიორთან;
  • თქვენი პარტნიორის მიმართ გამოავლენთ სიყვარულს;
  • გიჩნდებათ შვილების გაჩენის სურვილი;
  • თავს თავდაჯერებულად და სექსუალურად გრძნობთ;
  • განიმუხტებით სტრესისგან.

სექსს წყვილისთვის უფრო ღრმა ემოციური კავშირი მოაქვს. თუ ისინი სიყვარულს გამოხატავენ სექსის საშუალებით, უფრო დიდია მათი ერთად დარჩენის შანსი. წყვილებს, რომლებსაც კარგი სექსუალური ცხოვრება აქვთ, განქორწინების დაბალი მაჩვენებელი აქვთ.

ფსიქოლოგიური სარგებელი

უკეთესი თვითშეფასება: სექსს შეუძლია გაზარდოს თვითშეფასება და შეამციროს დაუცველობის გრძნობა.

ბედნიერების მაღალი მაჩვენებელი: უკეთესი ხარისხის სექსი ზრდის ბედნიერებას.

მეტი კავშირი: სექსის დროს გამოიყოფა ენდორფინი, რაც ამცირებს დეპრესიის განცდას და გეხმარებათ დამშვიდებაში, ან უფრო მშვიდობიან ცხოვრებაში.

სტრესის შემსუბუქება: სექსი შეიძლება იყოს სტრესის მართვის ეფექტური ტექნიკა.

ძილის ხარისხის გაუმჯობესება: ორგაზმი იწვევს ჰორმონის პროლაქტინის გამოყოფას, რომელიც გეხმარებათ უკეთ იძინოთ.

ფიზიკური სარგებელი

უკეთესი ფიზიკური ვარჯიში: სექსი ვარჯიშის ფორმაა. სექსს შეუძლია მუცლის და მენჯის კუნთების გამაგრება და ტონუსში მოყვანა.

ტვინის გაძლიერებული ფუნქცია: ვირთხებზე ჩატარებულმა წინასწარმა კვლევებმა აჩვენა, რომ უფრო ხშირი სქესობრივი კავშირი დაკავშირებულია უკეთეს კოგნიტურ ფუნქციასთან და ტვინის ახალი უჯრედების ზრდასთან. მსგავსი სარგებელი მას შემდეგ დაფიქსირდა ადამიანთა კვლევებში.

გაუმჯობესებული იმუნური ფუნქცია: სექსუალურად აქტიურად ყოფნა დადებითად მოქმედებს იმუნურ ფუნქციაზე. რეგულარულმა სექსმა შესაძლოა შეამციროს გაციების, ან გრიპის შეხვედრის ალბათობა.

ამცირებს ტკივილის დონეს: სქესობრივი ენდორფინები, როგორც ჩანს, ამცირებს შაკიკისა და ზურგის ტკივილს.

წონის დაკლება: 30 წუთი სექსი საშუალოდ წვავს 200 კალორიას. ის ხელს უწყობს წონის კლებას.

ჯანმრთელობის დადებითი ეფექტები: მომატებული არტერიული წნევა ზრდის გულის დაავადების და ინსულტის რისკს. სექსუალური აქტივობა ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას, ზრდის ჟანგბადის და საკვები ნივთიერებების მიწოდებას მთელს სხეულში და ამცირებს არტერიულ წნევას.

წყარო: sharingideas.me