როგორ დავამარცხოთ გრიპი სწრაფად - rogor.ge

როგორ დავამარცხოთ გრიპი სწრაფად

არ წახვიდეთ სკოლაში ან სამსახურში. არ გახვიდეთ საზოგადოებაში, სანამ არ დაგიწევთ სიცხე, სიცხის დამწევი მედიკამენტების მიღების გარეშე მინიმუმ 24 საათის განმავლობაში. თუ გრიპის სრულ დამარცხებამდე გახვალთ, შესაძლოა ახალი ვირუსი შეგხვდეთ, ვინაიდან თქვენი იმუნური სისტემა დასუსტებულია და სხვებიც დააინფიციროთ.

1-1668660739.jpg

დაისვენეთ და დაიძინეთ რაც შეიძლება მეტი. ეს არის საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, რათა შეამციროთ ავადმყოფობის დრო. თქვენი სხეული დიდ ენერგიას იყენებს გამოჯანმრთელებისთვის. თუ ძალიან ბევრ საქმეს აკეთებთ სახლში ან სამსახურში, თქვენ ხარჯავთ ძვირფას ენერგიას, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ ვირუსთან საბრძოლველად. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე სუსტად და დაღლილად იგრძნობთ თავს გრიპის პირველი 3 დღის განმავლობაში, მნიშვნელოვანია ბევრი დაისვენოთ პირველი სრული კვირის განმავლობაში, როცა ავად ხართ.

2-1668660752.jpg

მიიღეთ ცხელი აბაზანები, ან გამოიყენეთ ცხელი წყლის ბოთლი კუნთების ტკივილის შესამსუბუქებლად. გრიპის პირველი 3 დღის განმავლობაში შესაძლოა მთელმა სხეულმა იგრძნოს ტკივილი. გაიკეთეთ ცხელი აბაზანა და იყავით მასში მინიმუმ 20 წუთის განმავლობაში, რათა დაასვენოთ კუნთები. თუ თქვენ არ გსურთ აბაზანის მიღება, შეავსეთ ცხელი წყლის ბოთლი და მოათავსეთ იგი ზურგის ქვეშ ან ფეხების ქვეშ. ცხელი წყლის ბოთლი შესანიშნავი ვარიანტია, თუ გარეთ გასვლის სურვილი არ გაქვთ.

3-1668660770.jpg

ჩაიცვით კომფორტულად. ჩაიცვით ისე, რომ ადვილი იყოს დამატებით ჩაცმა სითბოსთვის ან პირიქით, იმისდა მიხედვით, თუ როგორ გრძნობთ თავს. მაგალითად, ჩაიცვით კომფორტული მაისური, ზემოდან გრძელმკლავიანი პერანგი. თუ მოგვიანებით დაგცხებათ, შეგიძლიათ გაიხადოთ გრძელსახელოიანი პერანგი.

4-1668660786.jpg

სთხოვეთ დახმარება ოჯახის წევრებს ან მეგობრებს. ვინაიდან თქვენ შეგიძლიათ სწრაფად გამოჯანმრთელდეთ მხოლოდ დასვენების შემთხვევაში, დაუკავშირდით ოჯახს ან მეგობრებს, თუ დახმარება გჭირდებათ სახლში. ეს საშუალებას გაძლევთ სრულად გამოჯანმრთელდეთ. აფთიაქში წასვლის ნაცვლად, სთხოვეთ მეგობარს, რომ მოვიდეს თქვენთან, მაგალითად, თუ დახმარება გჭირდებათ შვილებზე ზრუნვაში, შეგიძლიათ სთხოვოთ დედას, რომ მოვიდეს და დაგეხმაროთ.

5-1668660801.jpg

წყარო: wikihow.com