პურის ჯანსაღი ალტერნატივა: როგორ გამოაცხოთ ფუნთუშები ფქვილისა და კვერცხის გარეშე - rogor.ge

პურის ჯანსაღი ალტერნატივა: როგორ გამოაცხოთ ფუნთუშები ფქვილისა და კვერცხის გარეშე

მუხუდო და ქინოა ჩაალბეთ მთელი ღამით სუფთა წყალში. მუხუდოსთვის საკმარისი იქნება 500 მლ სითხე, ქინოასთვის კი - 200. დილით გადაწურეთ წყალი, გაავლეთ ინგრედიენტები და მოათავსეთ ერთ ღრმა თასში. ჩაასხით წყალი და ზეითუნის ზეთი. დააბლენდერეთ, სანამ არ გახდება ერთგვაროვანი.

rogor3-1668409285.jpg

შემდეგ, ფუნთუშების მომავალ ცომს დაუმატეთ მარილი, სოდა, სანელებლები და სიროფი. ის საჭიროა არომატების დასაბალანსებლად.

rogor4-1668409458.jpg

მომზადებულ მასას დაუმატეთ ფსილიუმი და კარგად აურიეთ. დაინახავთ, რომ ცომი იწყებს შესქელებას. ამ დროს დაამატეთ ლიმონის წვენი და კვლავ კარგად აურიეთ. ცომი გააჩერეთ მინიმუმ 10-15 წუთის განმავლობაში. შეგიძლიათ უსაფრთხოდ მოამზადოთ ცომი საღამოს და შედგათ მაცივარში მთელი ღამის განმავლობაში.

გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. სველი ხელებით მიეცით ცომს ფუნთუშების ფორმა. მიიღებთ 6 ცალს, დაახლოებით 100-115 გრამს. ფუნთუშები დადეთ პერგამენტით დაფენილ საცხობ ფირფიტაზე. ფუნთუშებს დანით გაუკეთეთ ჭრილები და მოაყარეთ სეზამის მარცვლები.

rogor5-1668409905.jpg

გამოაცხვეთ კერძი 20-30 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე. ფუნთუშები მთლიანად უნდა გაცივდეს.

rogor6-1668410018.jpg

rogor1-1668409983.jpg